ავტორი:

"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე

"ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი..." - რას ამბობს გია ჯაჯანიძე პირად ურთიერთობებზე, პროფესიასა და განსხვავებულ სტილზე

ყოველთვის ღიმილიანი და პოზიტიური - ასე იცნობს ქართველი მაყურებელი ტელეწამყვან გია ჯაჯანიძეს. ჟურნალი "გზა" დაინტერესდა, როგორია მისი პოპულარობის და წარმატების საიდუმლო:

- როგორ ახერხებთ, რომ ამდენი წელია ტელეეკრანზე ხართ და ყოველთვის რეიტინგულ გადაცემებს აკეთებთ?

- ეს ყველაფერი იმდენად სიღრმისეულია, რომ უცებ ვერ აგიხსნით. ალბათ თქვენც იცით ბევრი ადამიანი, რომელიც ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ დღეს აღარავის ახსოვს. წარმატება ძნელად მიიღწევა, მაგრამ შეიძლება ასევე სწრაფად დაინგრეს. პოპულარობას შენარჩუნება სჭირდება და ამისთვის ბევრი უნდა იშრომო. წარმოიდგინეთ დიდი კედელი, რომელიც პატარ-პატარა აგურებით, დიდხანს შენდება... სწორედ ასე, დიდი ხნის შრომისა და მოთმინების შედეგად ვაღწევთ შედეგს, რომელსაც წარმატება ჰქვია. თუ გინდა, მართლა წარმატებული გახდე, ჯერ შენი თავი უნდა ამოიცნო, მიხვდე, რისი მიღწევა გსურს და ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მიაღწიო დასახულ მიზანს. ადრეც მითქვამს: მე თბილისში რომ ჩამოვედი, არც სახლი მქონდა და არც კარი, გამონაცვალი ტანსაცმლით დავდიოდი და თუ ვინმე რამეს მაჩუქებდა, ბავშვივით მიხაროდა, მაგრამ დღეს ამაზე თამამად ვლაპარაკობ. ყველაფრის მიუხედავად, ბოროტ ადამიანებთან ურთიერთობა არ მქონია, ცხოვრების გზაზე სულ კეთილი ხალხი მხვდებოდა. წარმატებას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწიე - მაშინ, როცა უკვე კარგად მქონდა გააზრებული ჩემი ცხოვრება, როცა ბევრი ვიშრომე, რომ ადამიანებთან ურთიერთობა და სწორი დამოკიდებულება მესწავლა. ამ ცოდნას და გამოცდილებას ნელ-ნელა, მოთმინებით ვაგროვებდი.

- პირად ურთიერთობებზეც უნდა ვისაუბროთ: ალბათ თქვენც გყავთ მეგობრები, რომლებიც მეუღლეს გაშორდნენ და ამბობენ, რომ ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობენ, რას ეუბნებით მათ?

- სხვათა შორის, მსგავსი შემთხვევები ცხოვრებაში მეც მქონია და ვიცი: არსებობს წყვილი, რომელიც ერთმანეთს ვერ შეეგუა, ვერ შეეწყო ხასიათით, მენტალობით, სექსუალური ურთიერთობით და ა.შ., მაგრამ ხომ არსებობს ცივილიზებული ურთიერთობა? ხომ შეიძლება დაჯდე, ადამიანს ყველაფერი აუხსნა და დაელაპარაკო? მე მაგალითად, ჩემს ყოფილ მეუღლეებთან იდეალური ურთიერთობა მაქვს: საჩუქრებს ვუგზავნი და ისინიც მიგზავნიან, დაბადების დღეებს და დღესასწაულებს მილოცავენ...წაიკითხეთ ვრცლად