ავტორი:

"გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება..." - თაკო ჩარკვიანი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

"გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება..." - თაკო ჩარკვიანი მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე

უკვე მეორედ, [ბიძინა ივანიშვილი] სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს - ირაკლი კობახიძე როგორი ხელმძღვანელიც იყო, უთუოდ ისეთივე პრემიერი იქნება, ცინიკური და ძალიან რადიკალური,- ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ჩარკვიანის აზრით, ამ საკადრო გადაადგილებით არაფერი შეიცვლება, მხოლოდ შესაძლოა, რომ მთავრობას "ცინიზმი მოემატოს”.

"გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ცინიზმი თუ მოემატება ინსტიტუციას, მეტი არაფერი მგონია. გამონათქვამებში ყველაზე რადიკალი ირაკლი კობახიძეა. ამით მიგვანიშნა [ბიძინა ივანიშვილმა], რომ იგივე პოლიტიკაა. თუმცა უკვე მეორედ, სასტიკად მოექცა ირაკლი ღარიბაშვილს. "მინდა ასე მოგექცევი, მინდა - ისე“, ეს არის ფეოდალური ინსტიტუცია და დამოკიდებულება, რაც ძალიან შეურაცხმყოფელი უნდა იყოს, მაგრამ ადამიანები, რომლებიც მორჩილებაში არიან, შეურაცხყოფილები არ რჩებიან”, - განაცხადა ჩარკვიანმა.