ავტორი:

უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?

უსინათლო კაცი ატარებს ველოსიპედს, უყვარს მოგზაურობა და ცხოვრობს დამოუკიდებლად - რა არის "ღამურას მეთოდი", რომელიც მას სამყაროსთან კომუნიკაციაში ეხმარება?

დანიელ კიში შეიძლება იყოს მაგალითი იმისა, თუ როგორ არ დანებდეთ ცხოვრებაში და მიიღოთ ყველაფერი მისგან, თუნდაც მხედველობა არ გქონდეთ.

"სიბრმავე მხოლოდ უხერხულობაა", - ამბობს კაცი, რომელიც დამოუკიდებლად დადის რესტორანში, ტყეში სასეირნოდ და ა.შ.

ის მხედველობის მქონე ადამიანებისგან უფრო დაიღალა, რომლებიც ისე ექცევიან, რომ თავს არასრულფასოვნად აგრძნობინებენ და ამით ამცირებენ. მიუხედავად იმისა, რომ კაცს, შეუძლია გააკეთოს უფრო მეტი, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანები აკეთებენ - მას შეუძლია შეაკეთოს ავტომობილის ძრავა, ან სხვა მოწყობილობა, ატაროს ველოსიპედი, იცხოვროს მარტომ და თავად მოაგვაროს ყოველდღიური პრობლემები. დანიელი დამოუკიდებლად მოძრაობს ქუჩაში და შენობებში, განასხვავებს მიმდებარე ობიექტებს და ადამიანებს. მისი ოცნებაა სპეციალური აპარატის შექმნა, რომლის საშუალებითაც უსინათლოები ჩოგბურთის თამაშს შეძლებენ.

  • სიბნელეში ცხოვრება და ხმა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა

კიში 1966 წელს კალიფორნიაში დაიბადა. ის ჯერ კიდევ ჩვილი იყო, როცა რეტინობლასტომა (ბადურას კიბო) დაუდგინეს. ბავშვს სიცოცხლის გადასარჩენად 13 თვეში თვალის ორივე კაკალი ამოუღეს, ამიტომ დღემდე პროთეზს ატარებს, რათა მისმა გარეგნობამ ხალხი არ დააბნიოს. მისი უმცროსი ძმაც იგივე პრობლემით დაიბადა, მაგრამ მას უფრო გაუმართლა - ოპერაციით შეძლეს მისთვის მხედველობის აღდგენა.

დანიელი რთულ ოჯახში გაიზარდა - მამა ბევრს სვამდა, დედას კი შვილებისთვის დრო არ ჰქონდა. ბიჭი 6 წლის იყო, როდესაც მშობლები განქორწინდნენ. მასზე არავინ ზრუნავდა, მიუხედავად მისი სრული სიბრმავისა. ბავშვმა სამყარო დამოუკიდებლად გამოიკვლია სიბნელეში. როდესაც ლაპარაკის სწავლა უნდა დაეწყო, მისთვის არავის ეცალა, ამიტომ დამოუკიდებლად ისწავლა გარემოდან დამატებითი ბგერების აღქმა. ენის წკაპუნის საშუალებით, ის ცდილობს გარემოს ხმები დაიჭიროს და მიხვდეს, თუ სად და რა მდგომარეობაში იმყოფება.

დანიელმა ისწავლა ვაკუუმის შექმნა ენასა და ზედა ტუჩს შორის ბგერის გამოსვლით, რომლის საშუალებითაც ხმაური ექოს სახით უკან უბრუნდება, ეს არის "ღამურას მეთოდი", რითაც ღამურები გარემოს ხმებს იგებენ. ამ გზით კაცი აღიქვამს მის გარშემო არსებულ სივრცეს და თავდაჯერებულად მოძრაობს სამყაროში. მას პირის წკაპუნის გამო მეტსახელად "მაკნატუნა ბიჭი" შეარქვეს, რაც სულაც არ უშლის ხელს, სრულფასოვნად იცხოვროს.

  • მოზარდობის პერიოდი

უსინათლო ბავშვების უმეტესობა ეძებს საკუთარ გზას, რათა გაერთონ მათთვის უცნობ სამყაროში. ისინი გამოსცემენ ხმებს, აბაკუნებენ ფეხებს, აწკაპუნებენ ენას, ეს ყველაფერი უკუკავშირის მისაღებად. მაგრამ ოჯახს ხშირად მათი არ ესმის. დანიელს გაუმართლა – სრული თავისუფლება ჰქონდა.

აღმოჩნდა, რომ უსინათლობა არ იყო ბარიერი თამაშისთვის. საკმაოდ ცელქი ბავშვი იყო, ამიტომ, ხშირად ახერხებდა პრობლემების შექმნას. დაახლოებით 2,5 წლის ასაკში, ცნობისმოყვარეობის გამო. სახლიდან გაიქცა. კარგია, რომ პირველ სართულზე ცხოვრობდნენ, რადგან ბავშვი ფანჯრიდან გადახტა, შემდეგ ეზოში გაიარა, ღობეზე გადაძვრა. ბოლოს გზაზე მიმავალი გამვლელმა შენიშნა და პოლიცია გამოიძახა. დანიელი სახლში რომ მიიყვანეს, მშობლები ბავშვის გაპარვით გაოგნებულები დარჩნენ.

დანიელ კიშის ცხოვრება ისეთივე იყო, როგორც მისი ასაკის სხვა ბიჭების. უყვარდა ველოსიპედის ტარება, განსაკუთრებით უყვარდა ბარიერების გადალახვა, ერთხელ ნაგვის კონტეინერებს დაეჯახა და მტკივნეულად შეასკდა ბოძს. მაგრამ ეს არ იყო პირველი ტრავმა. დანიელი თვლის, რომ ეს არის სამყაროს ამოცნობის უნარის დამსახურება. ის ჩვეულებრივ სკოლაში სწავლობდა. იყო იდეალური მოსწავლე და დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ორმაგი მაგისტრის ხარისხი მიიღო - ფსიქოლოგიასა და სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლებაში. შემდეგ კი უფრო შორს წავიდა - მან შექმნა საზოგადოება უსინათლოების აღზრდის მიზნით.

  • სმენა უსინათლოებს სივრცეში ნავიგაციაში ეხმარება

დანიელი ფიქრობდა ინფორმაციის მოპოვების საკუთარ მეთოდზე, მან გადაწყვიტა საფუძვლიანად ემუშავა და აღეწერა ეს პროცესი, რომელიც ინსტრუქცია იქნებოდა სხვა უსინათლოებისთვის. აღმოჩნდა, რომ მან უნებურად გაიმეორა ექოლოკაციის გამოცდილება, რომელსაც იყენებენ ვეშაპები, დელფინები, ღამურები და ზოგიერთი ადამიანიც.

ის ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ექოლოკაცია, მეცნიერულად დადასტურდა 1940-იან წლებში. ეს ყველაფერი დამოკიდებულია სმენაზე და სმენის აპარატის მოწყობილობაზე. ის ამბობს, რომ ინფორმაცია ტვინს ძალიან აქტიურ მდგომარეობაში აყენებს, რადგან ბევრი ბგერაა გაგზავნილი და დაბრუნებისას ყველა მათგანის ამოცნობა და დამახსოვრებაა საჭირო.

მხედველობის მქონე ადამიანი ისე არ იყენებს სმენას, როგორც უსინათლო. მათ შეიძლება ვერც კი გაიგონონ იმ წკაპუნის ხმა, რომელსაც კიში გამოსცემს ენის საშუალებით, მაგრამ უსინათლო გაიგებს.

  • დანიელ კიში დადის რესტორანში, დადის ველოსიპედით და ცხოვრობს ჩვეულებრივი ცხოვრებით

დანიელი არასოდეს აღიქვამდა თავს შშმ პირად თუ ამას ხალხი არ შეახსენებდა. ის ამბობს, რომ "სიბრმავე მხოლოდ უხერხულობაა“, მაგრამ ადამიანები ცდილობენ მიუთითონ, რა შეიძლება და რა არ შეიძლება მისთვის. ეს გამაღიზიანებელი და დამამცირებელია, რადგან ქმნის არასრულფასოვნების განცდას. მაგრამ მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი. კიშს უყვარს რესტორნების მონახულება. უცნაურად ჟღერს, მაგრამ თავის მაგიდას ყოველგვარი დახმარების გარეშე პოულობს. როგორ გამოსდის? იგივე ენის დაწკაპუნება საკმარისია ადგილზე ორიენტირებისთვის. დანიელი ამბობს, რომ დაწკაპუნების ხმა შეიძლება შევადაროთ ბნელ ოთახს, რომელშიც შუქი მომენტალურად ირთვება.

მისი ჰობია მოგზაურობა, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ადამიანი არაა. დანიელი ამბობს, რომ იღლება ხალხისგან, განსაკუთრებით მოლაპარაკე და მხედველობის მქონდე ადამიანებისგან. ვინაიდან ის კარგად აღიქვამს ბგერებს და საბოლოოდ ხმაურში ძალიან უჭირს გარჩევა. ამიტომ, ის ტყეში დასეირნობს, დადის ციცაბო ფერდობებზე, ადის ხეებზე - ეს ყველაფერი მას სიამოვნებას ანიჭებს.

დანიელს შეუძლია ამოიცნოს გამვლელი მანქანა, სად გააჩერა, გზის მხრიდან რა მანძილზე, შეუძლია თქვას რომელი შენობაა ახლოს, რადგან ის 300 მეტრში "ხედავს“, ადამიანი - 2 მეტრში. მის გონებაში ადამიანები ბუნდოვან ლაქებს ჰგვანან.

ამინდი გავლენას ახდენს აღქმაზე. წვიმაში ინფორმაციის მიღება ძნელია, რადგან წყალი ხმას არბილებს და ათანაბრებს, თოვლი კი შთანთქავს.

დანიელს ცხოვრებაში ერთადერთი დევიზი აქვს - უპირობო დამოუკიდებლობა, რა ფასადაც არ უნდა იყოს. მან უკვე იპოვა თანამოაზრეები ბრაიან ბუშუემი და ხუან რუისი, რომლებთან ერთად შექმნა ორგანიზაცია "მსოფლიო უსინათლოებისთვის“. მისმა მეგობრებმა მხედველობა მოზარდობის ასაკში დაკარგეს, მაგრამ დანიელისგან სამყაროს "დანახვა“ ისწავლეს, ოსტატობით კი მასწავლებელსაც აჯობეს.

დანიელის ოცნებაა შექმნას K-Sonar. მოწყობილობა, რომელიც აძლიერებს ხმებს. ის ხელჯოხზე დამაგრებული ფანრის ზომა იქნება და მისი ხმა ყურსასმენების საშუალებით მიაღწევს ადამიანამდე. მაგრამ თუ კიდევ უფრო შორს წავალთ, მაშინ შესაძლებელი იქნება ამ მოწყობილობის ჩანერგვა ადამიანის სმენის აპარატში და შემდეგ უსინათლოთათვის სამყარო იქცევა მუსიკად.

იდეას იზიარებს ახალზელანდიელი მეცნიერი ლესლი კეი, რომელიც 50 წელია მუშაობს ულტრაბგერითი მოწყობილობის შექმნაზე. კიშის ენით დაწკაპუნების შედეგებით მეცნიერი გაოცებულია. მას არასოდეს გაუგია უფრო სუფთა ხმა ექოს გადასაცემად და მისაღებად.

ამ დროსთვის პროექტი შეჩერებულია, რადგან ფული არ აქვს. ამისთვის კი 15 მილიონი დოლარია საჭირო. ბევრს მიაჩნია, რომ ეს იდეა არ ღირს ასეთ ინვესტიციად. ამასობაში დანიელი დაინტერესებულებს თავის მეთოდს ასწავლის. დაახლოებით 500 სტუდენტი ჰყავდა და თითოეულთან ინდივიდუალურად მუშაობდა, ასწავლიდა წკაპუნის მეთოდს, ბგერების ამოცნობას საზოგადოებაში ყოფნისას.

მისი თქმით, ასეთი ცოდნის მიღების შემდეგ, ისინი თავდაჯერებულები გახდნენ, დაიწყეს გარეთ გასვლა და აღარ რცხვენოდათ საკუთარი თავის. დანიელი ამბობს, რომ მხოლოდ ინდივიდს შეუძლია საკუთარი თავისთვის საზღვრების დადგენა და არა საზოგადოებას და ცა არის ზღვარი ყველასათვის.

ოპტიმიზმი და მონდომება არის ორი რამ, რამაც შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი სიტუაცია. დანიელი კი კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს.

წაიკითხეთ ასევე: