ავტორი:

"რუსეთში შექმნეს "უჩინარი კოსტიუმი", რომელიც ჯარისკაცს შეუმჩნეველს გახდის" - რა არის ცნობილი გამოგონებაზე?

"რუსეთში შექმნეს "უჩინარი კოსტიუმი", რომელიც ჯარისკაცს შეუმჩნეველს გახდის" - რა არის ცნობილი გამოგონებაზე?

რუსეთში სამხედროებისთვის "უჩინარი კოსტიუმი“ შექმნეს. არსებული ინფორმაციით, ეს "გამოგონება" საშუალებას მისცემთ, რომ ჯარისკაცები უკრაინული "სითბური ხედვისთვის" შეუმჩნეველნი დარჩნენ.

ინფორმაციას ომის შემსწავლელი ინსტიტუტი (ISW) ავრცელებს. მათი ცნობით, რუსული კომპანია HiderX ქმნის "უჩინარ კოსტიუმს“, რომელიც ოკუპანტებს უკრაინის "სითბური ხედვისგან" დამალავს და დაიცავს.

HiderX ამტკიცებს, რომ კოსტიუმი დაუდგენელი ქიმიური შემადგენლობისგან არის გაკეთებული და მთლიანად რუსული ტექნოლოგიით არის შექმნილი. კომპანიაში ამბობენ, რომ "უჩინარი კოსტიუმი“ დაახლოებით, 350 გრამს იწონის და ჯიბეში ეტევა.

აღსანიშნავია, რომ მისი ტესტირება 2024 წლის იანვრის ბოლოს სრულდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ მსგავსი მოსაცმელი 2023 წლის ოქტომბერში უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრის, მიხაილ ედოროვის თქმით, კომპანია Brave1-მა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის უკვე შექმნა.

უკრაინული გამოცემა "უნიანი" წერს, რომ ფრონტზე დრონების ევოლუციის მორიგი ეტაპია. ახლა მათი სითბური ხედვების დახმარებით დრონების გამოყენება ღამით ბევრად ზუსტი და ეფექტიანი გახდა. თუ დრონი 500 მეტრზე აფრინდება - ადამიანების გადაადგილება ძალიან მკაფიოდ ჩანს.

  • ავტორი: ანრი კურტანიძე