ავტორი:

კიდევ ერთი კონფლიქტის ზონა - სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

კიდევ ერთი კონფლიქტის ზონა - სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა

სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო სასაზღვრო ზონაში შეტაკებების შედეგად 54 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორი გაერო-ს მშვიდობისმყოფელია, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერო ავრცელებს.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, სუდანისა და სამხრეთ სუდანის სადავო ტერიტორიაზე, ნავთობით მდიდარ აბიეიში, შეიარაღებულმა ახალგაზრდებმა თავდასხმები განახორციელეს.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ შეტაკებები გასულ შაბათ-კვირას დაიწყო.

"მშვიდობიანი მოსახლეობისა და მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ თავდასხმებს მკაცრად ვგმობთ. ამ დროისთვის, ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, 52 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ხოლო 64 მძიმედ დაშავდა“, - ნათქვამია აბიეიში მოქმედი გაერო-ს დროებითი უსაფრთხოების ძალების განცხადებაში.