ავტორი:

"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

"ჩემს ყოფილ მეუღლესთან შევეგუე იმ ფაქტს, რომ სახლში მისვლისას კარს არავინ მიღებდა.. მას 5 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ დავშორდი" - ანიტა რაჭველიშვილი ყოფილ და ახლანდელ ქორწინებებზე

ანიტა რაჭველიშვილს სამშობლოში სხეულის ფორმები დაუწუნეს. მეცო სოპრანომ, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილ რეჟისორებთან, ქორეოგრაფებთან მუშაობს, თურმე არ იცის, სცენაზე რა ჩაიცვას და რა იცეკვოს. ქართულ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა, ანიტას და სუხიშვილების მოცეკვავეების ცეცხლოვან ტანგოს. ვიდეო 5 წლის წინ არის ჩაწერილი, მაგრამ რატომღაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვირუსივით.

ამ ხმაურიან, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ კომენტარებს მომღერალი არ გამოხმაურებია. ის კარიერის იმ საფეხურზე დგას, როცა სახელი მოპოვებული აქვს. მის პირად ცხოვრებაშიც სიმშვიდე და სტაბილურობაა. ის და მისი ქმარი ოთარ მაისურაძე ოჯახური იდილიით ტკბებიან.. მომღერალმა ამ ეტაპამდე რთული გზა გაიარა.

- ალბათ, თქვენი პირადი ცხოვრებით ხშირად ინტერესდებიან...

- როდესაც ადამიანი ასეთ კარიერას იწყებ, გაცნობიერებული გაქვს, რომ პირად ცხოვრებაში ჩარევაც იქნება. უნდა ეცადო, ისეთი არაფერი გააკეთო, რის გამოც შეიძლება შეგრცხვეს. იდეალური თუ არა, სამაგალითო მაინც უნდა იყო, რომ მერე არ გაწითლდე და თავის დახრა არ მოგიწიოს.

- ყოფილა შემთხვევა, როცა ამის გამო ძალიან გაღიზიანებულხარ?

- არიან ფანები, რომელიც სამწუხაროდ, ჯანსაღი აზროვნების ზღვარს სცდებიან. ერთხელ იმის გამო გავილანძღე, რომ ფეისბუქზე ჩემი დისშვილების ფოტო დავდე. მითხრეს, როგორ ბედავ ამას, შენ არტისტი ხარო. თურმე მხოლოდ ის ფოტოები უნდა დავდო, სადაც საღამოს კაბებში ვარ გადაღებული. არიან ისეთებიც, ვინც საათობით ყვავილებით ხელში თეატრის წინ მელოდებიან. ისინი ძალიან უცნაური ადამიანები არიან და მათი ცოტა მეშინია.

პირველი ქორწინება

  • ანიტა რაჭველიშვილს უიღბლო ქორწინების გამოცდილება აქვს. იტალიელ ქმარს, ტენორ რიკარდო მასიას ხუთწლიანი ქორწინების შემდეგ დაშორდა.

"5 წელიწადზე მეტი. საკმარისი დროა იმისთვის, რომ დაშორება ტკივილში გადაზრდილიყო. დაშორების გადაწყვეტილება მე მივიღე. ქართველი კაცები მენტალიტეტით უფრო ახლოს არიან ჩემთან, ვიდრე ევროპელები ან ამერიკელები, რომელთანაც საერთო ენის გამონახვას თითქმის ვერ ვახერხებ. ქართველმა კაცებმა ქალის სხვანაირი პატივისცემა იციან. იქაურმა კაცებმა ისეთი ელემენტარული რაღაცებიც არ იციან, რაც ქალისთვის სკამის გაწევა ან კარის გაღებაა. ჩემს ყოფილ მეუღლესთან ნელ-ნელა შევეგუე ამ ფაქტს, რომ კარსაც არავინ მიღებდა, მაგრამ ეს საწყენი არ ყოფილა. რადგან ამას მხოლოდ ჩემთან კი არა, არავისთან აკეთებდა. მერე ნელ-ნელა ისწავლა და თანაცხოვრების მეხუთე წელს საკუთარი ხელით მიღებდა კარს.

მიმაჩნია, რომ კაცი უნდა იყოს ის შუქურა, რომლისკენაც ოჯახი მიილტვის. ჩემი ოჯახი მაგალითად მაქვს, სადაც ყოველთვის ერთხმად წყდებოდა ყველაფერი. გენდერული თანასწორობის ბოლომდე არ მწამს, მიმაჩნია, რომ თუ მამაკაცი ძალიან ძლიერია, მას უნდა მიჰყვე. თუ მამაკაცი ძლიერი არ არის, მაშინ ქალი იძულებულია, საკუთარ თავზე ბევრი რამ აიღოს.

ჩემნაირი ძლიერი ქალები, რომლებიც ვცდილობთ, ჩვენი ძალებით რაღაცას მივაღწიოთ, ყოველთვის ვიქნებით პრობლემებში, ძიებაში. მირჩევნია მარტო ვიყო, ვიდრე უღირსი ადამიანის გვერდით“ - ამბობდა ანიტა რაჭველიშვილი „სარკესთან“ იტალიელ ქმართან განქორწინების შემდეგ.

მომღერალმა თავისი ცხოვრების მთავარ სიყვარულზე, მუსიკოს ოთარ მაისურაძეზე 2016 წელს იქორწინა. ერთმანეთი სოციალური ქსელის საშუალებით გაიცნეს და შემდეგ იყო პირველი პაემანი და დიდი გრძნობა. წყვილს ცოტა ხნის წინ საერთო შვილი შეეძინა.

"ოთომ დამიმატა "ინსტაგრამზე", მაგრამ ერთი წელი არ გვქონია კომუნიკაცია. ერთხელ "ლაივის" დროს მომივიდა შეტყობინება „მე თქვენ ძალიან მომწონხართ და ძალიან გამიხარდებოდა თქვენი გაცნობა.“ პასუხი პირადი გვერდიდან დავუბრუნე, მაგრამ არ დაიჯერა, რომ მე ვიყავი, მთხოვა, ჩემი სახელი დაწერე და ისე გადაიღე ფოტოო. ამის შემდეგ 24 საათი გვქონდა კომუნიკაცია.

თბილისში რომ ჩამოვედი, მეორე დღესვე შევხვდით, პარლამენტთან დავთქვით შეხვედრა. უცებ უკნიდან ვიღაც მოვიდა, თვალებზე ხელი ამაფარა, ოთო იყო. იმ დღეს ბევრი ვისეირნეთ და მივხვდი, რომ ჩემი ადამიანი იყო.

მე ძალიან თავშეკავებული და მორიდებული ვარ. ამის გამო იფიქრა, რომ არ მომეწონა და გაქრა. მე აქეთ ვდარდობდი, ვფიქრობდი, რომ არ მოვეწონე. მერე მეგობარმა შეამჩნია, რომ ცუდად იყო და მიზეზი რომ გაიგო, უთხრა, ქალი ამხელა დონის ვარსკვლავია და აბა რა გეგონა, კისერზე ჩამოგეკიდებოდაო. აიღე ტელეფონი და დაურეკეო. ძალიან გამიხარდა, მის ზარს ველოდებოდი. ასე შეყვარებული პირველად ვიყავი. მის გვერდით ძალიან ბედნიერი და მშვიდი ვარ.“ - ყვებოდა გადაცემა "სთორიში" ანიტა.

წყარო: ჟურნალი "სარკე"