ავტორი:

უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს

უპრეცედენტო სპეცოპერაცია პალესტინის ქალაქ ჯენინში - ექიმებისა და ექთნების ფორმაში გადაცმულმა ისრაელელმა სამხედროებმა საავადმყოფოში გამაგრებული ტერორისტები გაანადგურეს

ეს ფოტო და ვიდეო მასალა ერთი შეხედვით სერიალ Fauda-ს ეპიზოდს ჰგავს, თუმცა ის ფილმიდან არ არის. კადრები 30 იანვარს დილის 05:30 საათზე დასავლეთ სანაპიროს, პალესტინის ქალაქ ჯენინის იბნ სინას საავადმყოფოს სათვალთვალო კამერებით არის გადაღებული.

ვიდეოში ჩანან, Magav-ის (ისრაელის სასაზღვრო პოლიცია - რედ.) YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლები, რომლებიც ექიმებისა და ექთნების ფორმებში არიან გადაცმულები.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/qEsCzu-jegQ?si=WlEAFkxQRFLHtOKV" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

შენიღბულმა ებრაულმა, ელიტარულმა შენაერთმა საავადმყოფოს მესამე სართულზე მდებარე სამალავში გაანადგურა ტერორისტები და რამდენიმე წუთში უვნებელი დატოვა შენობა. პალესტინური მხარე იტყობინება, რომ უპრეცედენტო სპეცოპერაცია მხოლოდ 10 წუთს გაგრძელდა. თავის მხრივ, სპეცოპერაცია დაადასტურა ისრაელმაც. "ცახალის" ცნობით, ტერორისტების ლიკვიდაციის ოპერაციაში YAMAM-ის კონტრტერორისტული ძალების მებრძოლებთან ერთად, "შინ ბეტიც" (ისრაელის შიდა დაზვერვა - რედ.) მონაწილეობდა.

  • ვინ იყვნენ ისრაელის ჯარის სამიზნეში?

ერთ-ერთი ტერორისტი, 27 წლის მუჰამედ ჯალამანა, ჯენინის ალ-ქასამის ბრიგადების ლიდერი და სპიკერი იყო. ის ახლახან ჩაერთო სერიოზულ ტერორისტულ აქტივობებში, მათ შორის ტერორისტებისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებასა და რეიდების დაგეგმვაში.

როგორც ცნობილია, ის გასული წლის 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტით შთაგონებული, ებრაელების წინააღმდეგ ახალ თავდასხმას გეგმავდა. ამასთანავე, ტერორისტი ინარჩუნებდა კონტაქტებს საზღვარგარეთ "ჰამასის" შტაბ-ბინასთან და მათთან შეთანხმებით მოქმედებდა.

ჯალამანასთან ერთად მოკლულია კიდევ ორი ​​ტერორისტი ძმა: პირველი მუჰამედ რაზავი, ჯენინის ბატალიონების ოპერატორი გახლდათ და მონაწილეობდა ტერორისტული აქტების სერიაში. მეორე - ბასელ რაზავი იყო "ისლამური ჯიჰადის" აქტივისტი.

სამივე ტერორისტი დიდი ხნის განმავლობაში იმალებოდა საავადმყოფოში.

  • "ჰამასის" მიერ საავადმყოფოების გამოყენება ტერორისტულ ბაზებად

ისრაელის უშიშროების ძალებმა განაცხადეს, რომ ტერორისტებმა სამედიცინო კომპლექსები გამოიყენეს, როგორც ბაზა ისრაელის მოქალაქეებზე ტერორისტული თავდასხმების დასაგეგმად, ხოლო პაციენტებს ცოცხალ ფარად იყენებდნენ.

"ცახალი" განმარტავს, რომ ოპერაცია დაზვერვისგან მიღებული ზუსტი ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამ ტიპის ოპერაცია ნამდვილად უპრეცედენტო იყო.

"IDF-ის და უსაფრთხოების ძალები ყველას მიაღწევს" -განაცხადა ისრაელელმა მაღალჩინოსანმა.

შეგახსენებთ, ისრაელი უკვე 116 - ე დღეა ომშია "ჰამასის" ტერორისტებთან. "ცახალის" რაზმები ყოველდღიურად ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე ათობით ტერორისტს ანადგურებენ და აკავებენ. ამავდროულად, "ჰამასის" ტყვეობაში რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული, დაახლოებით, 132 მძევალი.

იხილეთ ასევე: