ავტორი:

უცნაური, თეთრი ქაფით დაფარული მდინარე ბრაზილიაში - ხეობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტო, ვიდეო)

უცნაური, თეთრი ქაფით დაფარული მდინარე ბრაზილიაში - ხეობაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა (ფოტო, ვიდეო)

დღეს მსოფლიო მედია ბრაზილიაში გადაღებულმა ფოტო და ვიდეო მასალამ მოიცვა. ქვეყნის სამხრეთში ჯოინვილის მდინარე რიო სეკო უცნაური, თეთრი ქაფით დაიფარა.

როგორც ირკვევა, მდნარეში სულფონის მჟავა ჩაიღვარა. სულფონის მჟავა სარეცხი საშუალებებისა და საყოფაცხოვრებო საწმენდი მასალების დასამზადებელი ნივთიერებაა და ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. მომწამვლელი ნივთიერება მდინარეში იმ სატვირთო მანქანიდან მოხვდა, რომელსაც ის გადაჰქონდა და რომელიც მდინარის სიახლოვეს ავარიაში მოჰყვა.

<iframe width="400" height="500" frameborder="0" src="https://www.bbc.com/news/av-embeds/68138208"></iframe>

სახიფათო მჟავის გაჟონვის გამო ჯოინვილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. დაიხურა წყლის გასაფილტრი სადგურიც, რათა მოსახლეობას დაბინძურებული წყალი არ მიეწოდოს. სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოებში ვხედავთ, როგორ იმარაგებს ადგილობრივი მოსახლეობა ბოთლებში ჩამოსხმულ წყალს.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა