ავტორი:

ია ფარულავას გადაცემა "ფორმულაზე" იხურება - რას წერს მსახიობი?

ია ფარულავას გადაცემა "ფორმულაზე" იხურება - რას წერს მსახიობი?

მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ მისი გადაცემა "ფორმულაზე" იხურება.

"გადაცემა “ მოდი ვილაპარაკოთ ია ფარულავასთან ერთად“ "ფორმულაზე" იქნება თებერვლის ბოლომდე. არხის სტრატეგია იცვლება და გასართობი გადაცემები იხურება. დიდი მადლობა ვინც მუშაობდა ჯერ "ია ფარულავას კონვერტზე “ და შემდეგ ამ ახალ პროექტში, სადაც მაყურებელს უფრო მოვეწონე.

დიდი მადლობა არხის ხელმძღვანელობას. წარმატებებს ვუსურვებ არხს და იცოდეთ, არცერთი წუთით არ მწყდება გული, რადგან ასეთია ეს ბიზნესი", - წერს ფარულავა.