ავტორი:

"გიჟმა სააკაშვილმა 2010 წელს დამაკავა, როცა თბილისში ჩავედი... ის მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს... უნდოდათ, ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო" - გიორგი დემეტრაძე ციხეში გატარებულ წლებზე

"გიჟმა სააკაშვილმა 2010 წელს დამაკავა, როცა თბილისში ჩავედი... ის  მოსახლეობის  70%-ს არ უყვარს... უნდოდათ, ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო" - გიორგი დემეტრაძე ციხეში გატარებულ წლებზე

გიორგი დემეტრაძე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელია. ვარდების ხელისუფლების დროს დააპატიმრეს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ორწელიწადნახევარი გაატარა. ციხიდან ახალი ხელისუფლების პერიოდში, ამინისტიით, პოლიტპატიმრის სტატუსით გამოვიდა.

რუსული მედია, championat.com ფეხბურთელთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს. გიორგი დემეტრაძეს პოსტსაბჭოთა ტერიტორიის სტანდარტებით უნიკალურ ფეხბურთელად საქართველოს, რუსეთისა და უკრაინის ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირად მოიხსენიებენ. კარიერის დასრულების შემდეგ, ამ კლასის ოსტატები ჩვეულებრივ გადადიან სამწვრთნელო სკამზე.

"დემიც დაჯდა - ოღონდ სტადიონზე არა, ციხეში" - წერს გამოცემა. გთავაზობთ ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო მონაკვეთებს, გიორგი დემეტრაძის ვრცელ ინტერვიუდან

  • სააკაშვილი, ციხე, ამნისტია

- კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობაზე ან აგენტობაზე თუ გიფიქრიათ?

- არა, არა, არა, მწვრთნელობის ნერვები არ მაქვს. ეს ძალიან რთული საკითხია - ჩემი საქმე არ არის.

- თამაში რომ დაასრულეთ, როგორ წარმოგედგინათ თქვენი მომავალი?

- 2010 წელს თბილისში რომ ჩამოვედი, მინდოდა მოვმზადებულიყავი და სხვაგან მეთამაშა, მაგრამ ამ გიჟმა სააკაშვილმა დამაკავა. ავადმყოფი!

მარტო მე არა, ის საქართველოს მოსახლეობის 70%-ს არ უყვარს. არაადეკვატური ადამიანია, ნაძირალა. უამრავი ადამიანი დააპატიმრა, ქონება წაართვა - როგორ უნდა გიყვარდეს? ლოგიკურია, რომ ახლა ეს ადამიანი ციხეშია. სასაცილოა იმის მოსმენა, რომ ის უდანაშაულოა.

გიორგი დემეტრაძე და კახა კალაძე

საქმის მიხედვით, ის ციხეში უნდა იყოს და არა საავადმყოფოს ოროთახიან პალატაში. შვიდ-რვა ინტერვიუს აძლევს, მაგრამ ამბობენ, რომ ავად არის. დარწმუნებული ვარ, სინამდვილეში ის თავს კარგად გრძნობს და ხარივით ჯანმრთელია. ციხეები თვითონ ააშენა და იქ თავად უნდა იჯდეს.

- ციხეში გატარებული დროის გახსენება რთულია?

- დიახ, ძალიან. რთული პერიოდი იყო არა მარტო ჩემთვის, მთელი საქართველოსთვის. უამრავი ადამიანი გაგზავნეს ციხეებში. სააკაშვილის დროს ისინი მკაცრად ეპყრობოდნენ პატიმრებს: სცემდნენ, დასცინოდნენ ხალხს. ეს ყველაფერი მე არ შემხებია, მაგრამ ეს ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. 300 ათასი ქართველი დააპატიმრეს.

2013 წელი, გიორგი დემეტრაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

- როგორ მოახერხეთ ამ ამბავში მოხვედრა?

- რატომ ჩამსვეს ციხეში? - არ ვიცი, ალბათ, ვინმეს დასაშინებლად. უნდოდათ, ბრალი მეღიარებინა და ხელი ჩემი მეგობრებისთვის დამედო. მთხოვდნენ მათ წინააღმდეგ მიმეცა ჩვენება. უარის შემდეგ "ქურდული ტრადიციების" მუხლით ექვსი წელი მომისაჯეს. უდანაშაულო ვიყავი, მაგრამ ციხეში ჩამსვეს. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ის გიჟი მოხსნეს, ციხიდან პოლიტპატიმარი გამოვედი. უდანაშაულო რომ არ ვყოფილიყავი, ხომ არ გამომიშვებდნენ.

  • დემეტრაძე ამბობს, რომ ციხეში ბევრს კითხულობდა, ექვსმეტრიან საკანში მთელი დღე წინ და უკან დადიოდა. უსმენდა რადიოს, კითხულობდა გაზეთებს. ნაძირლები, როგორც თავად ამბობს, ტელევიზორის ყურების საშუალებას არ აძლევდნენ.

- მცველებმა იცოდნენ, რომ ცნობილი ფეხბურთელი იყავი, რამე დათმობაზე თუ მიდოიდნენ.

- იცოდნენ, იცოდნენ. ხანდახან დათმობებზე მიდიოდნენ, ხანაც კი სადამსჯელო საკანში მსვავდნენ.

- რისთვის?

- ხმაურისთვის. ფორმალურად ხმაურისთვის.

- ყოფილა თუ არა სიცოცხლისთვის საშიში სიტუაციები?

- მე პირადად არ მქონია, მაგრამ იქ ხალხს ძალიან სასტიკად სცემდნენ, ზოგი „ინვალიდიც“ გახდა.

- რამდენ ხანს გაატარეთ ციხეში?

- ორი წელი და ექვსი თვე.

- ამან შენს ჯანმრთელობაზე იმოქმედა?

- მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა.

- ციხემ სხვა პიროვნება გაგხადა? როგორ გადააფასე თქვენი ცხოვრება ამის შემდეგ?

- იქ მყოფი ადამიანების უმეტესობა უდანაშაულო იყო, მათ შორის მეც. შემდეგ ამნისტიით თითქმის ყველა გაათავისუფლეს. მაგალითად, ისეთივე ადამიანად დავრჩი, როგორიც ვიყავი.

- რა გააკეთეთ გათავისუფლების შემდეგ?

- ფედერაციაში ვმუშაობდი.

- ვიკიპედიაში კვლავ ქუთაისის ტორპედოს პრეზიდენტად წერიხარ, მოძველებული ინფორმაციაა?

- არა, არა, ეს ალბათ 1945 წელს იყო, ჰა ჰა! დიდი ხნის წინ.