ავტორი:

ჯენიფერ ლოპესის ახალი, სკანდალური ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ ვარსკვლავი მკერდმოშიშვლებულია - რა ხდება სინამდვილეში?

ჯენიფერ ლოპესის ახალი, სკანდალური ვიდეორგოლი, სადაც ჩანს, რომ ვარსკვლავი მკერდმოშიშვლებულია - რა ხდება სინამდვილეში?

ვარსკვლავი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან - ჯენიფერ ლოპესი ათწლეულებია ახერხებს იყოს აქტუალური და მასზე მთელი მსოფლიო საუბრობდეს.

54 წლის ჯეი ლომ ახლახან გამოუშვა ვიდეორგოლი სიმღერაზე - “Can’t Get Enough”. ეს სიმღერა უკვე კვირებია "ტიკტოკის" მთავარი ტრენდია და ცეკვის მოყვარულებისთვის ერთ-ერთი ფავორიტი ნამუშევარია, თუმცა მეორე თემაა ახალი ვიდეორგოლი, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ლოპესის ჩაცმის სტილმა მიიპყრო.

  • ჯენიმ ამ ჩაცმით თამამი მოდური განაცხადი გააკეთა - მას აცვია სამოსი, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ თითქოს, მომღერალი სრულიად შიშველია.

ჯენიფერს აცვია ბიუსჰალტერი, რომელიც ისე ჩანს, რომ თითქოს რეალისტურ შიშველ მკერდს ვხედავთ. მსგავსი რამ პირველად ეცვა კაილი ჯენერს 2022 წელს Jean Paul Gaultier-ს შოუზე.