184,391 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება - ამის შესახებ ინფორმაციას "საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.
"საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1-ლი დეკემბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 184,391 სესხია გაცემული[1] და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 190,000-მდე მსესხებელს შეუმცირდება სესხზე ყოველთვიური შენატანი.
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნეს სესხებია გაცემული - 6.5 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ. ლარს, ხოლო, სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+33%, 1 დეკემბერი, წ.წ.), ბიზნეს სესხების და იპოთეკური სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, ანალოგიურ პერიოდში, შესაბამისად. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 199,898 ლარს, იპოთეკურის 52,210 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 22,124 ლარს შეადგენს... წაიკითხეთ ვრცლად