ავტორი:

ბურუსით მოცული კატასტროფა, რომელიც აფხაზეთში, 1992 წელს მომხდარ ტრაგედიას წააგავს - ვინ ჩამოაგდო Ил-76?

ბურუსით მოცული კატასტროფა, რომელიც აფხაზეთში, 1992 წელს მომხდარ ტრაგედიას წააგავს - ვინ ჩამოაგდო Ил-76?
  • ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

24 იანვრის დილას რუსეთის ბელგოროდთან სატრანსპორტო თვითმფრინავ Ил-76-ის ჩამოვარდნის გამო დიდი ვნებათაღელვა და გაურკვევლობა მთელი კვირაა გრძელდება.

რუსული ვერსიის თანახმად, ამ თვითმფრინავით გადაჰყავდათ ბელგოროდში 65 უკრაინელი სამხედრო ტყვე, რომლებიც უკრაინის საზღვართან რუსულ სამხედრო ტყვეებზე უნდა გადაეცვალათ. თვითმფრინავში ასევე იყვნენ ეკიპაჟის ექვსი წევრი და ტყვეების თანმხლები სამი პირი. ერთადერთ ვიდეოკადრში, რომელიც თვითმხილველმა გადაიღო, ჩანს ცეცხლწაკიდებული Ил-76-ის პიკირება და მიწაზე დაცემისას აფეთქება, ასევე კვამლის ღრუბელი ცაში, რაც ძალზე წააგავს საზენიტო რაკეტის აფეთქების კვალს, რაც დასტურდება კიდეც ჩამოვარდნილი Ил-76 -ის ფრაგმენტებზე მსხვილი ნახვრეტების აღმოჩენისას, რასაც, როგორც წესი, დიდი გაბარიტების და შორსმფრენი საზენიტო რაკეტის საბრძოლო ქობინში განთავსებული დამაზიანებელი ელემენტები ახდენენ დეტონაციისას დიდი სისწრაფით გატყორცნის შემდეგ, ამიტომაც, დიდი ალბათობით ეს უკრაინელების გაშვებული "პეტრიოტის" საზენიტო რაკეტის ნამოქმედარია, მით უმეტეს, ბოლო თვეებში სწორედ ასეთმა "მომთაბარე" "პეტრიოტმა" ჩამოაგდო რამდენიმე რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

  • შეიქმნა რთული სიტუაცია - ერთი მხრივ, უკრაინის მხარეს საამაყოდ ექნებოდა საქმე, რადგან კვლავ გამოუვიდა მორიგი "საზენიტო ჩასაფრება" და უკრაინის ჩრდილოეთ საზღვრიდან 50-ოდე კმ-ის სიღრმეში, უშუალოდ რუსეთის ციდან "ჩამოხსნა" რუსეთის საოკუპაციო ძალების მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი. თუმცა, მეორე მხრივ, თუკი ამას მართლაც შეეწირა 65 უკრაინელი სამხედრო, ეს დიდი ტრაგედია იქნება უკრაინელებისთვის.

იბადება რამდენიმე კითხვა, რომლებიც პასუხებს მოითხოვს: ჰქონდა თუ არა უფლება და ხომ არ დაარღვია უკრაინამ ომის კანონები რუსული Ил-76-ის ჩამოგდებით? მიუხედავად იმისა, რომ რუსული Ил-76 ტიპის თვითმფრინავები სამოქალაქო ავიაციის თვითმფრინავების ფერებად გადაღებილი დაფრინავენ (ეს წესი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან მოდის, როდესაც სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს "აეროფლოტს" აწერდნენ შენიღბვის მიზნით), ისინი რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციას ეკუთვნის, აღჭურვილი არიან ორი 23 მმ კალიბრის ავტომატური ქვემეხით კუდის ნაკვეთურში და შეუძლიათ 500 კგ კალიბრის ოთხი საავიაციო ბომბის წაღება და საბრძოლო გამოყენება.

შესაბამისად, მტრის საჰაერო სივრცეში საჰაერო სამიზნის ჩამოგდება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას არ არღვევდა, მით უმეტეს, უკრაინაზე თავდასხმის დღიდან მოსკოვმა თავად ჩაკეტა რუსეთის სამხრეთ ნაწილის 11 აეროპორტი და ბელგოროდის დაკეტილ აეროპორტთან გამოჩენილი საჰაერო სამიზნე ვერ იქნებოდა სამოქალაქო დანიშნულების.

  • ისხდნენ თუ არა უკრაინელი სამხედრო ტყვეები ჩამოგდებულ რუსულ Ил-76-ში? ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არც სამი დღის შემდეგ (ამ სტატიის დაწერის დროს) გაცემულა, რადგან რამდენიმე საეჭვო გარემოება იკვეთება: პირველი - რუსული მხარე ამტკიცებს, რომ ჩამოგდებულ თვითმფრინავში ექვსკაციანი ეკიპაჟის გარდა, 65 უკრაინელ სამხედრო ტყვეს მხოლოდ...

სამი კაცი აცილებდა, რაც წარმოუდგენელია, რადგან სამი კონვოირი არ ეყოფა 65, გინდაც ხელშეკრულ ტყვეს, რომლებსაც ფეხები გახსნილი ექნებოდათ და მონდომების შემთხვევაში თავისუფლად შეძლებდნენ (ეკიპაჟის წევრები მხედველობაში მისაღები არ არიან, რადგან ისინი ფრენის დროს თავიანთ საქმეს აკეთებენ და არ ევალებათ ტყვეების გაკონტროლება) თვითმფრინავის აღებასა და კიევის აეროპორტში როგორც გამარჯვებულებს დაბრუნება ნაალაფარი 200-ტონიანი რუსული Ил-76-ით...

ისიც გასათვალისწინებელია, რომ თუკი უკრაინელი სამხედრო ტყვეები მართლაც იყვნენ თვითმფრინავში, მაშინ მათთან აუცილებლად უნდა ყოფილიყო ტყვეების გაცვლის კომისიის რამდენიმე წარმომადგენელი მაინც. არადა, მანამდე გაცვლილი უკრაინელი ყოფილი სამხედრო ტყვე იხსენებს, რომ ასეთივე Ил-76-ით ბელგოროდის აეროპორტში ჩაფრენისას მათ არანაკლებ 20-ავტომატიანი კონვოირი აცილებდა...წაიკითხეთ სრულად