ავტორი:

საუკუნეების წინ ჩაძირული გემი სანაპიროზე გამოირიყა - რას ამბობენ კანადაში ამბავზე, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო?

საუკუნეების წინ ჩაძირული გემი სანაპიროზე გამოირიყა - რას ამბობენ კანადაში ამბავზე, რომელმაც საერთაშორისო ყურადღება მიიპყრო?

კანადაში, ნიუფაუნდლენდის სანაპიროზე საუკუნეების წინ ჩაძირული გემი აღმოაჩინეს - 80 ფუტიანი გემი ადგილობრივმა მონადირე გორდონ ბლეკმორმა შეამჩნია. როგორც ამბობენ, იგი პოსტტროპიკული შტორმის, ფიონას შედეგად სანაპიროსთან ახლოს გამოირიყა.

გემის წარმოშობის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. ვარაუდობენ, ის მე-19 საუკუნით თარიღდება, რადგან მშენებლობისას გამოყენებულია ხის დუბლები და სპილენძის ჯოხები.

"თუ ეს წითელ მუხაა, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ გემი ევროპაში ააშენეს. არსებობს გემების დაღუპვის მონაცემთა ბაზები. მისი ჩაძირვის ზუსტი თარიღი შეგვიძლია იქ მოვძებნოთ" - ამბობენ ექსპერტები.

სამთავრობო ჯგუფი უკვე გაიგზავნა ნანგრევების შესაფასებლად და შესანარჩუნებლად, მაგრამ გემმა საერთაშორისო ყურადღება უკვე მიიპყრო და ხალხმა არტეფაქტების ამოღება დაიწყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საუკუნეების წინ ჩაძირული გემი სანაპიროზე გამოირიყა, მაგალითად: დიდ ბრიტანეთში, სანაპირო ქალაქ კორნუოლში გემი ჩაძირვიდან 130 წლის შემდეგ აღმოაჩინეს.

წყარო: telegraphi