ავტორი:

"იმარჯვებს ის, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს  - უკრაინაში კი საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტია" - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"იმარჯვებს ის, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს  - უკრაინაში კი საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტია" - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი

"უკრაინა საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის. რუსეთი ფრონტზე ყოველდღე სამჯერ მეტ ჭურვს იყენებს", - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა ევროკავშირელ კოლეგებს გაუგზავნა.

  • მინისტრის თქმით, უკრაინას არ შეუძლია დღეში 2000-ზე მეტი ჭურვის გასროლა ფრონტის ხაზზე, რომელიც გადაჭიმულია 1500 კილომეტრზე. ეს კი რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო არმიის მიერ გაშვებული საბრძოლო მასალის მესამედზე ნაკლებია.

უმეროვი აღნიშნავს, რომ იარაღის დეფიციტთან დაკავშირებით ვითარება დღითიდღე უარესდება და ევროკავშირელ მოკავშირეებს მოუწოდებს, მეტი გააკეთონ მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებასთან დაკავშირებით თავიანთი ვალდებულების შესასრულებლად.

"როგორც წესი, იმარჯვებს ის მხარე, ვისაც მეტი საბრძოლო მასალა აქვს ბრძოლისთვის“, - წერს მინისტრი.

მისი თქმით, უკრაინას თვეში 200 000 155 მმ-იანი ჭურვი სჭირდება