ავტორი:

უჩვეულო ძარცვა კანადაში - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

უჩვეულო ძარცვა კანადაში  - მოპარულია პოლარული დათვი: რას აცხადებენ სამართალდამცველები

კანადის პოლიცია უჩვეულო ძარცვის საქმეს იძიებს. გამოძიების მიხედვით, ედმონტონის მახლობლად მდებარე ზოოპარკიდან პოლარული დათვი მოიპარეს, რომელიც დაახლოებით 225 კილოგრამს იწონიდა.

არსებული ინფორმაციით, დათვი იანვარში მოიპარეს, მაშინ როცა განსაკუთრებული ყინვა იყო და ჰაერის ტემპერატურა -30 გრადუსს აღწევდა. გამომძიებლების თქმით, ამ ადგილას მსგავსი შემთხვევა გასული წლის აგვისტოშიც მოხდა, როდესაც ორი ენოტი მოიპარეს.

"სამივე ცხოველის ღირებულება, დაახლოებით, 35,000 კანადური დოლარია", - ნათქვამია კანადის პოლიციის განცხადებაში.

ზოოპარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა The Globe and Mail-ს განუცხადა, რომ იქ 24-საათიანი დაცვის პოლიცია მუშაობს, მაგრამ იმ ღამით დაცვა გაუშვეს გაუსაძლისი ყინვის გამო.

პოლიციის ცნობით, ქურდებმა გაჭრეს გალია, რომელშიც დათვი იყო, ცხოველი გამოიყვანეს და სავარაუდოდ, ახლომდებარე მანქანაში მოათავსეს სპეციალური, შედარებით პატარა გალიით.

"დიდი პოლარული დათვის ქურდობა", - ასე აღწერენ სამართალდამცველები მომხდარს.