ავტორი:

პრეზიდენტის ხარჯები - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ მივლინებებში გასულ წელს 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

პრეზიდენტის ხარჯები - სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ მივლინებებში გასულ წელს 1 მლნ ლარზე მეტი დახარჯა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მივლინებებში გასულ, 2023 წელს, ბიუჯეტიდან 1 042 მლნ ლარი დახარჯა. აღნიშნულს მოწმობს ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია.

მივლინებების გარდა, გასულ წელს ავტომომსახურებაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჯამში 100 363 ლარი დახარჯა. აქედან უშუალოდ საწვავის ხარჯი 75 783 ლარი იყო, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეკეთებაზე 24 580 ლარი დაიხარჯა.

რაც შეეხება მივლინებებს, ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსამსახურეთა ქვეყნის შიგნით ვიზიტებისათვის გაწეულმა ხარჯმა 18 838 ლარი შეადგინა. საზღვარგარეთ ვიზიტებზე კი, იანვარ-სექტემბერში ხარჯმა 1 023 835 ლარი შეადგინა. ხოლო მე-4 კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) ადმინისტრაციამ საქართველოს პრეზიდენტის სამივლინებო კორპორაციულ საბარათე ანგარიშზე რიცხული ნაშთი 122 724 ლარი ხაზინაში მიაბრუნა. წაიკითხეთ ვრცლად