ავტორი:

მამუკა ხაზარაძის "მუსტანგს" ცეცხლი გაუჩნდა - რა ვიდეოს აქვეყნებს პოლიტიკოსი?

მამუკა ხაზარაძის "მუსტანგს" ცეცხლი გაუჩნდა - რა ვიდეოს აქვეყნებს პოლიტიკოსი?

"ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარაძის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. კადრები პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა. "გადავრჩით, ვაგრძელებთ მოძრაობას" - დაწერა ხაზარაძემ.

როგორც ცნობილია, პოლიტიკოსი "მუსტანგით" გადაადგილდება. მან ავტომობილის ვიდეო გასულ კვირას ატვირთა "ტიკტოკზე" და თქვა, რომ აღნიშნული მანქანით იმოგზაურებდა "საქართველოს თითქმის ყველა სოფელსა და რეგიონში".

როგორც მისმა თანაპარტიელმა ირაკლი კუპრაძემ აღნიშნა, ხაზარაძის მანქანა არ არის ძვირადღირებული მანქანა. კუპრაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქებსა და რეგიონებში "ხალხი ხაზარაძეს პოზიტივით ხვდება", როდესაც ფორდ მუსტანგს ხედავენ და ეს ლელოს პოლიტიკური კამპანიის ნაწილია.