ავტორი:

"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"2008 წელს ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, აგვისტოს ომი არ მოხდებოდა" - ირაკლი ღარიბაშვილი

"2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა - ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად", - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ ახალარჩეულმა თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან, ქვეყანას პირველად აქვს უწყვეტი, ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი.

"რა თქმა უნდა, მიღწევებისთვის მადლობა ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს. რთული წარმოსადგენი არ არის, რომ 2011 წელს მის მიერ ინიცირებული ისტორიული სახალხო გამარჯვების გარეშე არათუ ეს პროგრესი იქნებოდა შეუძლებელი, ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგებოდა, შეიძლება გარანტირებულად ითქვას, რომ დღეს ქვეყანა ომში იქნებოდა გახვეული. მინდა გავიმეორო, 2008 წელს რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" აგვისტოს ომი არ მოხდებოდა. ამიტომ, დღესაც მინდა გავიმეორო, რომ ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" რჩება მშვიდობის და დემოკრატიული განვითარების უმთავრეს გარანტად.

მინდა მადლიერება გამოვხატო პარტიის დამფუძნებლისადმი, იმის გამო, რომ მომცა შესაძლებლობა ამ პროცესების მონაწილე ვყოფილიყავი. ჩემთვის თანამდებობა ყოველთვის იყო საშუალება, რომ მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის. მეამაყება, რომ საკუთარი წვლილი შევიტანე ქვეყნის წინსვლაში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.