ავტორი:

სად აშენდება და როგორი შეიძლება იყოს თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი?

სად აშენდება და როგორი შეიძლება იყოს თსუ-ს ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული კორპუსი?

თსუ პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარედ ახალი სასწავლო-ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა იგეგმება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცნობით, კორპუსის პროექტირების კონკურსი უკვე დასრულდა. გამოცხადებულ კონკურსში რვა პრეტენდენტმა (ესენია: შპს "ეი-დი-ეს“; შპს "არქიკოლეგიუმი“; შპს "გრინსტუდიო“; შპს "ნს სტუდიო“; შპს "ვოლ“; შპს "ტასჰაბი“; შპს "ნიუ სითი დეველოფმენთ“; შპს "მორფ“) წარადგინა პროექტები, რომელთაგან გამარჯვებული 5 თებერვალს გამოვლინდება.

"კონკურსის შედეგად წარმოდგენილი 8 პროექტიდან არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და უნივერსიტეტის წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისია შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელიც ფუნქციურად და ვიზუალურად დააკმაყოფილებს ახალი კორპუსის დანიშნულებას, არ შეცვლის თსუ-ის პირველი და მეორე კორპუსების ისტორიულად ჩამოყალიბებულ ლანდშაფტს. საპროექტო კონცეფციაში გათვალისწინებული უნდა იყოს ტერიტორიის ისტორიულ-არქიტექტურული კონტექსტი და მახასიათებლები “, - ნათქვამია ინფორმაციაში. განაგრძეთ კითხვა და ნახეთ ფოტოები