ავტორი:

"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე

"გინახავთ სადმე გადამდგარი პრემიერი პარტიის თავმჯდომარედ რჩებოდეს? მე ასეთი რამ ნორმალურ ქვეყნებში არ გამიგია" - პოლიტოლოგი "ქართული ოცნების" ყრილობაზე

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და კონსტიტუციონალისტს, ვახტანგ ძაბირაძეს ესაუბრა.

- ბატონო ვახტანგ, მმართველმა პარტიამ პარტიის თავმჯდომარედ ერთხმად აირჩია ექსპრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. შემდეგ, პარტიის თავმჯდომარე ღარიბაშვილმა მმართველი პარტიიდან პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე დაასახელა, რომლის კანდიდატურასაც ყრილობამ ასევე ერთხმად დაუჭირა მხარი.

რამდენი ყრილობა არ გვინახავს, მაგრამ ასე მოკლე არც მახსენდება. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები „ქართული ოცნების“ ჩატარებულ ყრილობაზე?

- გეთანხმებით, რომ ძალიან მოკლე ყრილობა იყო. დრო არ დამინიშნავს, მაგრამ, მგონი ყრილობა მაქსიმუმ ნახევარი საათი გაგრძელდა. ამ ყრილობაზე ერთი საინტერესო მომენტი მაინც გამოჩნდა.

სტალინის პერიოდში რომ ყრილობები ტარდებოდა, ბელადს ხშირად ახსენებდნენ. მოკლედ ჩატარებულ ყრილობის დროზე თუ გადავანაწილებთ ივანიშვილი ხსენებას და მადლობების გადახდას, მივიღებთ ისეთ სურათს, როგორც სსრკ-ს დროს 30-იან წლებში ყრილობებზე უხდიდნენ მადლობებს სტალინს.

სამწუხაროდ, ამან ისევ წარსულში დამაბრუნა და კომუნისტური ყრილობები გამახსენა. განსხვავება ის იყო, რომ სსრკ-ს დროინდელ კომუნისტებს ასეთ ფორუმებზე გამოსვლისას მეტი დამაჯერებლობა და საფუძველი ჰქონდათ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის შეცვლითა და პარტიაში ცვლილებებით საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, მაგრამ, ვნახეთ, რომ არაფერი ახალი არ მომხდარა იმ თვალსაზრისით და არც არაფერი შეცვლილა. ორმა ირაკლიმ ადგილები გაცვალეს. არ ვიცი ბურჭულაძემ ასეთი რა დააშავა, რომ მხოლოდ ის გაუშვეს. თუ ყველა მინისტრს ტოვებდნენ, მხოლოდ პრემიერის შეცვლას რა აზრი ჰქონდა, არ მესმის.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერის შეცვლითა და პარტიაში ცვლილებებით საზოგადოებაში მოლოდინები გააჩინა, მაგრამ, ვნახეთ, რომ არაფერი ახალი არ მომხდარა იმ თვალსაზრისით და არც არაფერი შეცვლილა. ორმა ირაკლიმ ადგილები გაცვალეს. არ ვიცი ბურჭულაძემ ასეთი რა დააშავა, რომ მხოლოდ ის გაუშვეს. თუ ყველა მინისტრს ტოვებდნენ, მხოლოდ პრემიერის შეცვლას რა აზრი ჰქონდა, არ მესმისმხოლოდ ბურჭულაძეზე გადატყდა ჯოხი? ბურჭულაძე ის მინისტრი იყო, რომლის მიმართაც საზოგადოებას არანაირი დამოკიდებულება არ ჰქონია. ყოველ შემთხვევაში, მის მიმართ საყვედური მე არ მომისმენია. გასაგებია, რომ თავდაცვის საკითხებს ბურჭულაძე არ წყვეტდა.

სხვათა შორის, ძალიან საინტერესო იყო კახა კალაძის შეფასება, რომელმაც თქვა, რომ არაფერი მნიშვნელობა არ აქვს ვინ სად იქნებაო. სწორია!

ნამდვილად არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პრემიერი ღარიბაშვილი იქნება თუ კობახიძე. ასეა იმიტომ, რომ მთავარ თემებზე გადაწყვეტილებას იღებს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და არა ვინმე სხვა.

- „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილზე თქვა - „რა უნდა დავუწუნოთ? ნახეთ როგორი კაცია. თვითონ მოისურვა წასვლა, მე არ დამიძალებია“.

თქვენთვის რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება მტკიცება, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავად მოისურვა პრემიერობიდან წასვლა?

- მდინარაძეს, რომელიღაც ჟურნალისტმა ჰკითხა- რატომ მოისურვა კომფორტის ზონიდან ღარიბაშვილმა წასვლაო? მან უპასუხა - რა კომფორტის ზონაზეა საუბარიო? თუ საკუთარი შვილის სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად ჩარტერული რეისით წაყვანა კომფორტი არაა? ბაკურიანში ტყის ნაწილის ცოლისთვის ჩუქება კომფორტი არაა,? აბა კომფორტი რაა?

ამას იმიტომ ვამბობ, რომ თანამდებობიდან არავინ არ მიდის. თანამდებობიდან უშვებენ. ივანიშვილი ვერ იტყოდა, რომ მან ღარიბაშვილს გადადგომა მოსთხოვა. ამიტომ ამბობენ ახლა, რომ პრემიერობიდან გადადგომა ღარიბაშვილმა თავად მოინდომა. განაგრძეთ კითხვა