ავტორი:

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, რიანა და სხვები - რა ფოტოებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი ელისეს სასახლიდან

ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონები, რიანა და სხვები - რა ფოტოებს აქვეყნებს ხატია ბუნიათიშვილი ელისეს სასახლიდან

ხატია ბუნიათიშვილი ელისეს სასახლეში გადაღებულ ახალ ფოტოებს ავრცელებს - პიანისტი "ყვითელი მონეტების გალას" დაესწრო, რომელიც ჰოსპიტალიზებული ბავშვებისა და მოზარდების პირობების გაუმჯობესების მიზნით იმართება. საღამოს ასევე ესწრებოდნენ, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, პირველი ლედი ბრიჯიტ მაკრონი, რიანა და სხვები.

ხატია ბუნიათიშვილი რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის ლაურეატია. მათ შორის მნიშვნელოვანია: პიანისტთა თბილისის III საერთაშორისო კონკურსი (II პრემია და სპეციალური პრიზი "არტისტიზმისათვის“, 2005, თბილისი); არტურ რუბინშტეინის სახელობის XII საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი (III პრემია და სპეციალური პრიზები: "შოპენის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“ და "მსმენელის სიმპათია“, 2008, თელ-ავივი).

7 ივნისს ხატიამ შვილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა. "ჩვენი ცხოვრების სიყვარული დაიბადა" - დაწერა მან. "შვეიცარიაში დაიბადა, შარლოტი დავარქვით" - თქვა ხატიას დედამ, ნატალი ბუნიათიშვილმა.

ვინ არის ხატია ბუნიათიშვილის რჩეული, ამაზე პიანისტი საჯაროდ არ საუბრობს, თუმცა პარტნიორთან ერთად გადაღებული ოჯახური კადრები გამოაქვეყნა და გულშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.