ავტორი:

"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი

"დღეს ბევრი ზღაპარი მოვისმინეთ, ნერვიულობს "ქართული ოცნება“ - ყველა ოპოზიციურ პარტიას, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს, პოტენციურ პარტნიორად განვიხილავთ" - შაშკინი

დღეს მოვისმინეთ იმდენად ბევრი ტყუილი, ბევრი ზღაპარი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ: "ქართული ოცნების“ ლიდერები ჩამოყალიბდნენ, როგორც პროფესიონალი მატყუარები, რომლებიც ერთმანეთს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამის სჯერა , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი შაშკინმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც პარტია "ქართული ოცნების“ ყრილობას გამოეხმაურა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, 12 წლის განმავლობაში საზოგადოება დარწმუნდა, რომ ხელისუფლების წევრების ერთადერთი მიზანია, "მოიპარონ რაც შეიძლება ბევრი ფული“.

"ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, პარტიის თავმჯდომარე, ვინ რომელ სკამზე დაჯდება "ქართული ოცნების“ მაგიდასთან, რომელ სავარძელში იქნება, ქართველი ხალხისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. 12 წლის განმავლობაში, რაც "ქართული ოცნება“ ხელისუფლებაშია, ყველა დარწმუნდა საქართველოში, რომ მათი ერთადერთი მიზანი არის, მოიპარონ რაც შეიძლება ბევრი ფული, წაიღონ სახლში და იყიდონ ახალი მანქანები, ახალი სახლები. რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილი უნდა გამდიდრდეს, ეს არის "ქართული ოცნების“ მიზანი.

"ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით ჩვენ ვპირდებით მოსახლეობას, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს ქართველ ხალხს ჰქონდეს მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული ცხოვრება.

დღეს მოვისმინეთ იმდენად ბევრი ტყუილი, ბევრი ზღაპარი, რომ შეიძლება თამამად ვთქვათ - "ქართული ოცნების“ ლიდერები ჩამოყალიბდნენ როგორც პროფესიონალი მატყუარები, რომლებიც ერთმანეთს ატყუებენ და ჰგონიათ, რომ ქართველ ხალხს ამისი სჯერა. რა მოიტყუეს? ყველა ქართველმა უნდა დასვას ერთი კითხვა: დაიწყო ოთხჯერ უკეთესად ცხოვრება? ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეკონომიკა ოთხჯერ გაიზარდა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საჯარო პოლიტიკაში გამოჩენა მიუთითებს იმაზე, რომ "ქართული ოცნება“ და თავად ბიძინა ივანიშვილიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნერვიულობს.

"ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა კომფორტის ზონიდან. გამოვიდა იქიდან, სადაც კარგად გრძნობდა თავს. იყო ფარული, ჩრდილოვანი ლიდერი, რომელიც ყოველთვის ამბობდა, რომ არ მოსწონს საჯარო პოლიტიკა. საჯარო პოლიტიკაში დაბრუნდა და მხოლოდ ეს მაგალითიც მიუთითებს იმაზე, რომ ნერვიულობს "ქართული ოცნება“ და ნერვიულობს ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ გამოვიდოდა კომფორტის ზონიდან, რომ არ ნერვიულობდეს.

მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია როგორც ამ თემის განვითარება, არის ის, რომ საქართველომ აიღო ევროკავშირის წინაშე ვალდებულებები. ერთ-ერთ ვალდებულება არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. ეს ერთადერთი ვალდებულებაა, რომელიც განსაზღვრულია დროში, 9 თვეში იქნება, ვერ გადადებ, თარიღს ვერ შეცვლი. ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის აღებული ვალდებულება, რომელსაც ევროკავშირი ძალიან დიდი "ლუპით“ უყურებს, ძალიან დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ ამ არჩევნებს. ძალიან ბევრი იქნება აქ საერთაშორისო მეთვალყურე. ამიტომ ძალიან ნერვიულობენ“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

ამასთან, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ მზადაა ითანამშრომლოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რომელსაც არ სურს საქართველო "რუსეთის გუბერნია“ გახდეს.

"ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ "ოცნება“ უნდა მოშორდეს მთავრობას და უნდა შეწყდეს საქართველოს გაღარიბება, ძარცვა და უნდა მოვიდეს პროფესიონალების მთავრობა, პატიოსანი მთავრობა ხელისუფლებაში. ყველა პოლიტიკური პარტია, რომელიც თვლის რომ საქართველო არ უნდა აგხდეს რუსეთის გუბერნია. ყველა ასეთი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განვიხილავთ როგორც პოტენციურ პარტნიორს. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ. თუ სჭირდებათ ჩვენი დახმარება ჩვენ მზად ვართ,რომ დავეხმაროთ ყველა ოპოზიციურ პარტიას. არცერთი ოპოზიციური ხმა არ უნდა დაიკარგოს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.