ავტორი:

50 000-დოლარიანი ჩანთა, ძვირადღირებული ლუქები და მოგზაურობები - ქართველი მილიონერი წყვილის თავბრუდამხვევი ცხოვრება (ფოტოები)

50 000-დოლარიანი ჩანთა, ძვირადღირებული ლუქები და მოგზაურობები - ქართველი მილიონერი წყვილის თავბრუდამხვევი ცხოვრება (ფოტოები)

მოდელ ქეთი ჟღენტისა და მილიონერ თოშა ქებურიას გლამურულ ცხოვრებაზე Ambebi.ge ხშირად გიყვებათ. საზოგადოების ნაწილს ყოველთვის აინტერესებს, როგორც ცხოვრობენ ქართველი მილიონერები. ცოლ-ქმარი ხშირად აწყობს რომანტიკულ არდადეგებს.

მიუხედავად იმისა, რომ ქეთი უკვე სამი შვილის დედაა, აქტიურად ცხოვრობს, ბევრს მოგზაურობს და ინსტაგრამზე 60 ათასზე მეტ გამომწერს, საკუთარი ცხოვრებიდან ახალ ამბებს უზიარებს. ასევე, პერიოდულად საუბრობს პირად რუტინაზე და პასუხს სცემს გამომწერების კითხვებს.

თოშა ქებურია წლების მანძილზე ითვლებოდა სასურველ სასიძოდ. მასზე არაერთი ცნობილი ქართველი ქალი იყო შეყვარებული და ბიზნესმენ ბუბა ქებურიას რძლობას ერთ-ერთ ცნობილ მომღერალს უწინასწარმეტყველებდნენ.

თუმცა როგორც ჩანს, თოშას გული 19 წლის მოდელმა მოიგო და 2017 წელს წყვილმა გრანდიოზული ქორწილი გადაიხადა. წყვილი უკვე სამ პატარას ზრდის, კატერინას, ბუბას და ლიანკას.

ქეთი და თოშა 2024 წელს საქართველოში, საკუთარ სასტუმროში შეხვდნენ

წარმოგიდგენთ ქეთი ჟღენტის გამორჩეულ ლუქებს

1. ყვითელი კაბა - CAMERON KNIT DRESS – MARIGOLD, 275 დოლარი ღირს

2. ჭრელი კაბა სანაპიროზე - Zimmermann, 725 დოლარი

3. Gucci-ს ქურთუკის ღირებულება, რომელიც ქეთის აცვია, 1429 დოლარია

4. HERMES-ის ჩანთის ღირებულება, რომელიც ქეთის შავ ლუქთან უჭირავს, 50 ათასი დოლარია

5. ქართველი დიზაინერის დევიდ კომას კაბის ღირებულება 705 დოლარია

6. JACQUEMUS-ის ყვითელი კაბის ღირებულება 623 დოლარია

7. Goldbergh-ის ზამთრის კომბინიზონის ღირებულება კი 1020 დოლარია