ავტორი:

მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან დრამას "არ დამივიწყო"

მოზარდმაყურებელთა თეატრი წარმოგიდგენთ ერთმოქმედებიან დრამას "არ დამივიწყო"

„არ დამივიწყო“- ერთმოქმედებიანი დრამა რევაზ მიშველაძის რამდენიმე მოთხრობაზეა აგებული. მწერალი მამა და აფხაზეთის ომში დაღუპული შვილი-ავტობიოგრაფიული ნოველაა, 80 წელს მიტანებული რაჭველი ბაბუას ამბავი დაცარიელებული მთის პრობლემას ეხება, მეორე მსოფლიო ომში დაკარგული საყვარელი ქმრის მაძებარი ქალი და უჩვეულო სატელეფონო „რომანი“ .

სპექტაკლში ერთმანეთზეა გადაჯაჭვული- მამა-შვილობა, მოლოდინი და ერთგულება, ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაცვალება, სიყვარული და მომავლის იმედი... მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთგული მაყურებელი სცენაზე ცრემლიან, სულშიჩამწვდომ წარმოდგენას იხილავს 2, 10და 29 მარტს 19 საათზე.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილი, მხატვარი ნონო ჩიტაიშვილი, მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის, ქორეოგრაფი ანანო სამსონაძე.

მონაწილეობენ: პავლე ნოზაძე, ნუგზარ ყურაშვილი, ნაირა გელაძე, ნინო ლეჟავა, ლელა მახნიაშვილი, ქეთევან ქიტიაშვილი, ანა ხუროშვილი, შალვა ანთელავა, ვახტანგ ახალაძე, ვანო დუგლაძე, ვახტანგ ნოზაძე, ლევან ხვთისიაშვილი.