22 წლის სანდრო ხოზრევანიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
სანდროს თანდაყოფილი დაავადება - ცერებრალური დამბლა აქვს. ჩატარებული აქვს რამდენიმე ოპერაცია, მათ შორის 2008 წელს ოპერაცია გაუკეთდა მყესებზე, 2016 წელს კი ორმხრივად ჩაიდგა კოჭ-წვივის სახსარში იმპლანტი. 2022 წლის დეკემბერში მარცხენა ტერფზე განმეორებით მოხდა ქირურგიული ჩარევა, რომლის დროსაც იმპლანტი ამოიღეს და გასწორდა ვალგუსური დეფორმაცია, თუმცა ამჟამად მარჯვენა ტერფის ვალგუსური დეფორმაცია აღენიშნება, აწუხებს ტკივილი და გადაადგილების შეზღუდვა. სანდრო საჭიროებს ოპერაციულ მკურნალობას სასწრაფო წესით, რათა მოხდეს კოჭ-წვივიდან შიდა მაფიქსირებელი საშუალების ამოღება და კოჭ-წვივის ან ტერფის სხვა ოპერაცია. სანდროს მარჯვენა ფეხზე ოპერაცია 9 თებერვალს აქვს დაგეგმილი, რომელსაც თურქი ქირურგი ჩაატარებს. საჭირო ფინანსების ნაწილი სახელმწიფომ გამოყო, თუმცა საჭიროა საზოგადოების დახმარებაც, რომ სანდროს მარჯვენა ფეხთან დაკავშირებული პრობლემა გადაიჭრას.
დახმარების სურვილის შემთხვევაში, თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშის ნომრებზე:
საქართველოს ბანკი - GE19BG0000000894210100 (მიმღები - ნანა ხაჯიბა, სანდროს დედა)
თიბისი ბანკი - GE98TB7523445064300042 (მიმღები - ნანა ხაჯიბა)
ლიბერთი ბანკი - GE45LB0211123969800000 (მიმღები - სანდრო ხოზრევანიძე