ავტორი:

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი" - ილჰამ ალიევი

"სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი" - ილჰამ ალიევი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის მიღწევა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 1 თებერვალს განაცხადა.

"სომხეთის პრეტენზიები აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეფუძნება ისეთ საკითხებს, როგორიცაა აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის არაღიარება, ყარაბაღის აზერბაიჯანისგან გამოყოფა. თუ სომხეთი დაასრულებს ტერიტორიულ პრეტენზიებს აზერბაიჯანის მიმართ და შეიტანს ცვლილებას კონსტიტუციასა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებში, მაშინ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელი იქნება“, - განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაცია შეიცავს პირდაპირ მოწოდებებს ყარაბაღის რეგიონის სომხეთთან გაერთიანებისა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის შესახებ.

მანამდე, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობაზე ისაუბრა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც.