ავტორი:

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, მთელი ღამე არ მეძინა... მშობლებმა შვილი გაჭირვებით გაზარდეს, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს, ამაზე არავინ საუბრობს" - მამა შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ფაქტს ეხმაურება, რა დროსაც 19 წლის გოგონა კლუბში შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. როგორც სასულიერო პირი ამბობს, მიცვალებულს წესი თავად აუგო და იქ ნანახის გამო "მთელი ღამე არ ეძინა".

მისი თქმით, კლუბური ნარკოტიკით მოწამვლის უამრავი ფაქტია მისთვის ცნობილი და ფიქრობს, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფოც და მშობლებიც თავის სიმაღლეზე უნდა დადგნენ.

"19 წლის გოგოს ავუგე წესი, ეს გოგო გარდაიცვალა "ბასიანზე", კლუბური ნარკოტიკით. ეს "ბასიანი" ჩვეულებრივი ჯოჯოხეთია. ეს გოგო მოკლეს, კი არ გარდაიცვალა. ასე კვდება ძალიან ბევრი ადამიანი და ამაზე არავინ საუბრობს. ეს ხომ მკვლელობაა ჩვეულებრივი. ამაზე საქმე არ აღძრულა, ამაზე არავის არაფერი გამოუძია. რატომ არავინ იძიებს, ვისია ეს "ბასიანი"? ვისია ეს აზარტული თამაშების ბიზნესი? რამდენი ადამიანი ნადგურდება, ისპობა. ამაზე ვინმე აკეთებს გადაცემებს? მშობლებს უნდა ვუთხრა, თქვენს შვილებს როგორ უშვებთ იქ. კვირა არ გავა, რომ ტაძარში ჩემთან 2 ადამიანი მაინც არ მომიყვანონ კლუბური ნარკოტიკებით ფსიქიკურად განადგურებული.

ამაზე საუბარი არავის არ უნდა. ამაზე არ კეთდება გადაცემები. მინდა მივმართო ჟურნალისტებს, მოდი გააკეთეთ ამაზე გადაცემები. ახალგაზრდები გვეღუპება. მოდი ვიმუშაოთ იმაზე, რომ ამ ახალგაზრდებს სხვა მიმართულება მივცეთ. გვახსოვს "ბასიანი" რომ დაარბიეს, მთელი აქციები მოეწყო. ამ დროს იქ ხალხი იხოცება.

ჩემი მეგობარი სასწრაფოში მუშაობს და პარასკევი, შაბათი, კვირა საავადმყოფოები გადავსებულია ნარკოტიკით მოწამლული ადამიანებით. სახელმწიფო უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე, მშობელმაც უნდა აკოტრიალოს შვილი. შვილებს სასაკლაოზე უშვებენ? ჩვენი ახალგაზრდები მაგარი ნიჭიერი თაობაა, მაგრამ თუ მიმართულებებს არ მივცემთ, ისინი დაიღუპებიან. გუშინ მთელი ღამე არ მეძინა. რომ ნახოთ ის ბავშვი, როგორი დახატულია. მშობლები ლტოლვილები არიან. ამდენი გაჭირვება გაიარეს, შვილი გაზარდეს გაჭირვებით, ჰგონიათ გასართობად გაუშვეს და მიცვალებული მიუსვენეს" - ამბობს სასულიერო პირი "ერთსულოვნების" ეთერში.

ცნობისთვის, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ კლუბ BASSIANI / HOROOM-ის ტერიტორიაზე მოხდა. 19 წლის გოგონა შეუძლოდ გახდა. როგორც სანდო წყარო გვიყვება, ის უგონოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

ნახეთ ასევე: