ავტორი:

რუსეთში "ტუ-95"-ის პილოტი ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის დაზვერვა?

რუსეთში "ტუ-95"-ის პილოტი ჩაცხრილეს - რა ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის დაზვერვა?

რუსეთში "ტუ-95"-ის პილოტი ჩაცხრილეს, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს.

  • უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს.

გაცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში.

აღნიშნულია, რომ თავდასხმის შედეგად სტეგაჩოვნა ცეცხლსასროლი ჭრილობები მიიღო და ახლა უკრაინის დაზვერვა აზუსტებს ის გადარჩა თუ არა.

„შეგახსენებთ, რომ ყველა ომის დამნაშავეს სასჯელი ელის. ვიცით თქვენი სახელები, მისამართები, საავტომობილო ნომრები, ჩვეული მარშრუტები და ჩვევები”, - ნათქვამია უკრაინის დაზვერვის განცხადებაში.