ავტორი:

შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო

შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ - როგორ იძიეს შური თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო

3 თებერვლის გამთენიისას აშშ-მა შური იძია 28 იანვრის თავდასხმისთვის - სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე 125-ზე მეტი მართვადი რაკეტითა და ბომბით ზუსტი დარტყმა მიაყენეს 85-ზე მეტ იმ ობიექტს, რომლებიც პროირანულ ძალებს ეკუთვნოდა...

თუ რა საბრძოლო შედეგით დამთავრდა ეს საჰაერო დარტყმები, რომლებშიც ამერიკულ მხარეს სავარაუდოდ, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებიც ეხმარებოდნენ, მალე გამოჩნდება, თუმცა არსებობს ეჭვი, რომ ზოგიერთი ასეთი სამიზნე-ობიექტი პროირანულ დანაყოფებს უკვე დატოვებული ჰქონდათ.

ფაქტობრივად გამართლდა ჩვენი პროგნოზი, გამოთქმული ამ ბლოგის 31 იანვრის სტატიაში "შურისძიება ამერიკულად: სისხლი სისხლის წილ?! - დაიწყება თუ არა ირან-ამერიკის ომი და პუტინის ფარული თამაშები“, როდესაც ვაცხადებდით, რომ 28 იანვარს იორდანიაში ამერიკულ მინი სამხედრო ბაზაზე ირანული წარმოების კამიკაძე-დრონით "შაჰიდით“ თავდასხმის შედეგად მოკლული სამი და 40-მდე დაჭრილი ამერიკელი სამხედროსათვის თეთრი სახლი შურისძიებას აუცილებლად განახორციელებდა, მაგრამ არაფრის დიდებით უშუალოდ ირანის მიმართ, არამედ პროირანულ დაჯგუფებებზე სირიასა და ერაყის ტერიტორიებზე...

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციაზე უდიდესი პოლიტიკური ზეწოლა მიმდინარეობდა 28 იანვრის შემდეგ, როგორც დემოკრატებისგან, ისე განსაკუთრებით რესპუბლიკელების მხრიდან - ყველანი სათანადო შურისძიებას ითხოვდნენ თანამემამულეების დახოცვისა და დაჭრის გამო...განაგრძეთ კითხვა