ავტორი:

როგორ აღმოჩნდა ამერიკელი კაცის ავტოფარეხში ბირთვული რაკეტა - უჩვეულო შემთხვევა ვაშინგტონში: რა დაადგინა გამოძიებამ

როგორ აღმოჩნდა ამერიკელი კაცის ავტოფარეხში ბირთვული რაკეტა - უჩვეულო შემთხვევა ვაშინგტონში: რა დაადგინა გამოძიებამ

ვაშინგტონის შტატის პოლიციის განცხადებით, რაკეტა, რომელიც ადგილობრივ მამაკაცს ავტოფარეხში ჰქონდა და მუზეუმს გადასცა, ძველი, დაჟანგული, ინერტული ბირთვული რაკეტაა

ოჰაიოს სამხედრო მუზეუმმა რამდენიმე დღის წინ პოლიცია გამოიძახა. მუზეუმის თანამშრომლები ამბობდნენ, რომ მათ "ძალიან უცნაური შემოწირულობა" მიიღეს და აღნიშნულ რაკეტაზე მიუთითებდნენ. პოლიციამ შესაბამისი დანაყოფი გაგზავნა იმ ადამიანის სახლში, რომელმაც რაკეტა მუზეუმს შესწირა.

  • პოლიციის განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ეს არის არის Douglas AIR-2 Genie, უმართავი რაკეტა, რომელიც შექმნილია 1.5 kt W25 ბირთვული ქობინის გადასატანად. თუმცა მასზე არ იყო მიმაგრებული ქობინი რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოებას საფრთხე არ ემუქრებოდა.

"განყოფილებაში იკითხეს, რატომ ვაქვეყნებდით საერთოდაც ინფორმაციას, დაჟანგებული ლითონის ნაჭრის შესახებ“, - აცხადებენ სამართალდამცველები.

მამაკაცი, რომელსაც არ სურს ვინაობის გასაჯაროება და "უკიდურესად გაღიზიანებულია“ იმით, რომ ეს ამბავი მედიით გაშუქდა, ამბობს, რომ "პოლიციის ზარს არ ელოდა“.

  • "მივედით იმ ადგილას, სადაც რაკეტა თავდაპირველად იყო და აღმოჩნდა, რომ ეს იყო უსაფრთხო“, - ამბობენ პოლიციელები.

არ არსებობს ეჭვი ბირთვული ქობინის არსებობის შესახებ, შესაბამისად, არ გახდა საჭირო მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია სიეტლის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქიდან, სადაც დაახლოებით, 150 000 ადამიანი ცხოვრობს.

მამაკაცმა პოლიციას განუცხადა, რომ რაკეტა მეზობელს ეკუთვნოდა, რომელიც გარდაიცვალა და მან კი მაშინ შეიძინა, როცა ქონება გაყიდეს. პოლიციამ საბოლოოდ მიიჩნია, რომ ეს ნივთი არის არტეფაქტი და არ არსებობს აფეთქების საფრთხე.

Seattle Times-ის ცნობით, ამ ტიპის რაკეტა აშშ-მა და კანადამ, 1957 წელს, ერთადერთხელ, "ცივი ომის" დროს გამოიყენეს, თუმცა ეს იყო სატესტო გასროლა.მისი წარმოება 1962 წელს დასრულდა.