ავტორი:

თმის შეჭრის რიტუალი, ტაში და დაფასება - როგორ გააცილეს ტოჩინოშინი სუმოდან (ვიდეო)

თმის შეჭრის რიტუალი, ტაში და დაფასება - როგორ გააცილეს ტოჩინოშინი სუმოდან (ვიდეო)

ტოკიოში, "რიოგოკუ კოკუგიკანის" სასახლეში ქართველი სპორტსმენი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი სუმოდან გააცილეს.

შედგა დანპაცუ-შიკის (თმის შეჭრის) რიტუალი, რომლითაც სუმოდან წასულ რიკიშებს აცილებენ.

რიტუალში სუმოს მოქმედმა და ყოფილმა ლეგენდებმა მიიღეს მონაწილეობა, ცერემონიაზე დასასწრები ბილეთები ტოკიოში აქტიურად იყიდებოდა.

შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძემ 2018 წელს სპორტის ამ სახეობაში უმაღლესი ჯილდო, იმპერატორის თასი მოიგო... ნახეთ ტოჩინოშინის სუმოდან გაცილების ვიდეო