ავტორი:

პირველად 60 წლის შემდეგ - აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

პირველად 60 წლის შემდეგ - აფხაზეთის წყლებში გადაშენების პირას მყოფი თევზი აღმოაჩინეს

აფხაზეთის წყლებში პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეებმა თევზი, რუხი ზურგრქოსანა (Balistes capriscus) აღმოაჩინეს. ამის შესახებ "რია ნოვოსტის“ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამხრეთ სამეცნიერო ცენტრის აზოვ-შავი ზღვის აუზის იქთიოფაუნის შემსწავლელი სექტორის ხელმძღვანელმა, დანილ ბუხმინმა განუცხადა.

"სოხუმში რუხი ზურგრქოსანას დაჭერის შემთხვევა დაფიქსირდა. ის პირველად, თითქმის, 60 წლის შემდეგ მეთევზეების ადგილობრივმა ბრიგადამ დაიჭირა და გაათავისუფლა,“ - აცხადებს ბუხმინი.

რუსი მეცნიერის ვარაუდით, თევზი, რომლის ბინადრობის არეალი ატლანტის ოკეანეა, შესაძლოა, ხმელთაშუა ზღვის მხრიდან სოხუმის ყურეში შემთხვევით მოხვედრილიყო. განაგრძეთ კითხვა