ავტორი:

ზელენსკის თქმით, ვალერი ზალუჟნის შეცვლასა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს

ზელენსკის თქმით, ვალერი ზალუჟნის შეცვლასა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე საჯაროდ პირველად განაცხადა.

"ეს არის საკადრო საკითხი. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას,“ - განაცხადა მან იტალიურ Rai1-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა თავდაჯერება, დადებითი ენერგია.

"თუ გამარჯვება გვინდა, ყველას ერთი მიმართულებით უნდა ვუბიძგოთ. გამარჯვებაში დარწმუნებულები, არ შეიძლება იმედგაცრუებულები ვიყოთ, დავნებდეთ, სწორი დადებითი ენერგიები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვსაუბრობ გადატვირთვაზე, შეცვლაზე, რაღაცას სერიოზულს ვგულისხმობ, რაც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ. იანვრის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზალუჟნის ადგილი, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დაიკავოს. დასავლური მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ზალუჟნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.