ავტორი:

"ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად ე.წ. "საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ დაიღუპა" - მედია

"ლისიჩანსკის დაბომბვის შედეგად ე.წ. "საგანგებო სიტუაციების მინისტრი“ დაიღუპა" - მედია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში განხორციელებული დაბომბვის შედეგად ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი" ალექსეი პოტელეშენკო დაიღუპა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

"შაბათს, ლისიჩანსკში საცხობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა შორის იყო ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ალექსეი პოტელეშენკო“, - იუწყება რუსული მედია.

ცნობისათვის, შაბათს, ლუგანსკის საოკუპაციო ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ლისიჩანსკში საცხობი დაბომბეს, რის შედეგადაც 28 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.