ავტორი:

"პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა... ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ..." - ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

"პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა... ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ..." - ოთარ კუშანაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

რუსეთში მოღვაწე შოუმენი და ტელეწამყვანი ოთარ კუშანაშვილი მიიჩნევს, რომ "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ნაადრევად დაქორწინდა. ამის შესახებ მან Sport24-ს განუცხადა. ტელეწამყვანმა ასევე ისაუბრა ოსიმენსა და კვარაცხელიას აგენტს შორის მომხდარ ინციდენტზე...

ოთარ კუშანაშვილი:

- კვარაცხელია? ხვიჩა უღიმღამო გუნდში თამაშობს, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როდესაც კლუბიდან სპალეტი წავიდა. მან "ნაპოლის" ოქროს მედლები მოუტანა და სურდა გუნდიდან კარგ ნოტაზე წასულიყო. მათმა ტირანმა პრეზიდენტმა კი მადლობაც არ გადაუხადა. ამის შემდეგ მთავარმა თავდამსხმელმა (ვიქტორ ოსიმენმა) ხვიჩას აგენტს (მამუკა ჟუღელს) მოუწოდა, მოეკეტა, მაშინ როდესაც ხვიჩა მის გვერდით თამაშობს.

რაც შეეხება კვარაცხელიას დაოჯახებას, კუშანაშვილს მიაჩნია, რომ სპორტსმენის ცხოვრებაში ცოლის მოყვანა ნაადრევი იყო.

"მაინტერესებს ფიზიონომია. ახლახან ვნახე ხვიჩას ცოლი - დამთავრდა ეს ბიჭი. ძალიან ადრე დაქორწინდა. დავინახე ხვიჩას ბავშვური სახე და მის გვერდით ქართველი ტატიანა ტარასოვა (სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი ფიგურულ სრიალში). მგონი ხვიჩას ყველაფერს წაართმევენ. სახეზე ეწერა - ნახვამდის, ჩეკის წიგნაკო.

ქართველი ქალი გაიძულებს კაპიტულაცია გამოაცხადო, გაგაგდებს გარეთ, შეგაფურთხებს ზურგში, მერე მობრუნდება სახლში, გადაითვლის ფულს და გაიფიქრებს, რაღაც მაინც ვიხეირე ამ კაცისგან. პირველი წარმატების შემდეგ ასე ადრე დაქორწინება შეცდომაა“, - განაცხადა კუშანაშვილმა.

ეს იგივე იქნებოდა მე რომ „ოლიმპ ბეტთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ ანფისა ჩეხოვასთვის დამეძახა საძინებელში, მე ხომ ყველაფერს დავკარგავდი, ის კი წაიღებდა ყველაფერს“- ამბობს კუშანაშვილი.

ხვიჩა და ნიცა 2023 წლის შემოდგომაზე დაქორწინებამდე რამდენიმე წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს. საქორწილო ცერემონია ქალაქ მცხეთის ფერისცვალების ეკლესიაში გაიმართა. გოგონა იშვიათად ჩნდება საზოგადოებაში და არ აქტიურობს სოციალურ ქსელებში.

"რუბინის" ყოფილი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლიში" 2022 წლის ივლისში "დინამოდან" (ბათუმი) გადავიდა. მარტში, ფეხბურთელი ყაზანის ნაკრებიდან საწვრთნელ ბანაკში საქართველოს ნაკრებში გაემგზავრა და აღარ დაბრუნებულა. მოგვიანებით რუბინმა ფეხბურთელთან კონტრაქტის შეჩერება გამოაცხადა.

გასულ სეზონში ნაპოლიმ იტალიის ჩემპიონატი 33 წლის განმავლობაში პირველად მოიგო, კვარაცხელიამ კი 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველი ნაკრების მეორე ბომბარდირი გახდა.