ავტორი:

თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკა აშენდება - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?

თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკა აშენდება - რას ამბობს ჯანდაცვის მინისტრი?

იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელზეც სამინისტრო აქტიურად მუშაობს.

"კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ დასახულ მიზნებს შორის, უპირველეს ყოვლისა, საქმიანობის დივერსიფიკაცია და გეოგრაფიული არეალის მაქსიმალურად გაფართოებაა, რაც უფრო მეტად ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამედიცინო სერვისს. იგეგმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მსჯავრდებულთა ფსიქიატრიული სამკურნალო სტაციონარული დაწესებულების გახსნა რუსთავში, რომელიც გათვლილია 80 პაციენტზე, ასევე დაიგეგმა თემქაზე ახალი ფსიქიატრიული კლინიკის მშენებლობა", - განაცხადა აზარაშვილმა.