წიგნები, რომლის შეძენასაც აქციის „3 წიგნი 10 ლარად” ფარგლებში შეძლებთ

წიგნები, რომლის შეძენასაც აქციის „3 წიგნი 10 ლარად” ფარგლებში შეძლებთ

ყველასთვის საყვარელი აქცია 3 წიგნი 10 ლარად გრძელდება! გიზიარებთ ტოპ 5 წიგნს რომელიც აქციის ფარგლებში შეგიძლიათ შეიძინოთ:

„ნ თუ მ?“ - აგათა კრისტი

"დიდ ბრიტანეთს ტომას და ტაპენს ბერესფორდების სამსახური ისევ დასჭირდა - ამჯერად მათ გაცილებით სახიფათო მისია აქვთ: მეორე მსოფლიო ომია, გერმანია ბრიტანეთის მთავარსარდლობაში თავისი აგენტის ჩანერგვას ცდილობს, მაგრამ ვინ არის ის? ინგლისელმა აგენტმა, რომელმაც ის აღმოაჩინა და ამას შეეწირა კიდეც, სიკვდილის წინ დაშიფრული შეტყობინება დატოვა: ”ნ თუ მ?“ - ორივე გერმანიის აგენტია და თურმე ორივე, ან ერთ-ერთი მაინც, პროვინციული ქალაქის პატარა სასტუმროში ცხოვრობს..."

საქართველოს ისტორია - ტომი 2

ამ ხუთტომეულში ჩვენი ქვეყნის ისტორიაა მოთხრობილი უძველესი დროიდან დღემდე. აქ საფუძვლიანად გაეცნობი ქართველების თავგადასავალს, თანადროული მსოფლიო მოვლენების ფონზე, შეხვდები ჩვენი ერის ცხოვრებაში მნიშვნელოვან და გამორჩეულ ყველა მოვლენასა თუ პიროვნებას... და ეს ყველაფერი - მრავალფეროვანი ფოტომასალის, რუკების, ილუსტრაციებისა და რეკონსტრუქციების თანხლებით...

„როგორ ვისაუბროთ დრაკონულ ენაზე“, კრესიდა კოუელი

ბოყინა საზარელ ვირთევზა მესამეს თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი და ფათერაკებით სავსე ეპიზოდის გადალახვა მოუწევს. ბოყინას დრაკონის, უკბილოს აზრით, ვიკინგებს სკუმბრიაზე მეტი ტვინი არა აქვთ, თუმცა მალე პატარა დრაკონს მათი დახმარება დასჭირდება...

„მემკვიდრეობა“, ჯეიმზ კერი

ეს წიგნი სულ სხვანაირად და სხვა თვალით დაგანახვებთ ზელანდიის ნაკრებს, თავისი მოთამაშეებით, მწვრთნელებით, წარმართი მოგვივით ფეხშიშველა ფსიქოლოგით, გილბერტ ენოკათი, რომელიც ამბობს, რომ „წარმატება ზარმაცი მასწავლებელია“, და იმ ახალი მიდგომითა და ფილოსოფიით, რომლითაც ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გრემ ჰენრიმ, თავისი სპორტული კარიერის ყველაზე დიდი დამარცხების შემდეგ შექმნა გუნდი.

„დაკარგული ნახევარი“, ბრიტ ბენეტი

"შეიძლება უკვე გიფიქრია, რას გრძნობ, როცა იდენტობასა და საკუთარ ცხოვრებას გართმევენ, მაგრამ რა ხდება, როცა საკუთარ თავზე თავად ამბობ უარს? ახალგაზრდა ამერიკელი ავტორის, ბრიტ ბენეტის, ბესტსელერი სწორედ ამ არჩევანის შესახებ გვიყვება. „დაკარგული ნახევარი“ შთამბეჭდავი რომანია ტყუპ დაზე, რომლებიც ბავშვობაში განუყრელები იყვნენ, მერე კი ორ სხვადასხვა სამყაროში გადაწყვიტეს ცხოვრება _ შავსა და თეთრში. დები პატარა სამხრეთულ დასახლებაში გაიზარდნენ და 16 წლის ასაკში გაიქცნენ სახლიდან. წლების შემდეგ ერთ-ერთი და თავის შავკანიან ქალიშვილთან ერთად კვლავ იმ სამხრეთულ დასახლებაში ცხოვრობს, საიდანაც თავის დაღწევა სცადა, მეორემ კი თეთრკანიანთა შორის თავის დამკვიდრება შეძლო. მიუხედავად ამისა, დების ბედი კვლავ ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. და ვინ იცის, რა მოხდება, როცა მათი ქალიშვილების გზები გადაიკვეთება?"

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში დაგხვდებათ აქციისთვის სპეციალურად გამოყოფილი თაროები, სადაც სააქციო წიგნები განთავსდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთავაზებით სარგებლობას სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მკითხველები შეძლებენ, რადგან აქციის ფარგლებში შეძლებთ შეიძინოთ როგორც მხატვრული და საბავშვო, ისე სამედიცინო, ისტორიული და ბიზნეს ლიტერატურა.

R