ავტორი:

ძლიერი აფეთქება ერევანში - დანგრეულია ორი სახლი, არის მსხვერპლი: რას წერს მედია მომხდარის შესახებ

ძლიერი აფეთქება ერევანში - დანგრეულია ორი სახლი, არის მსხვერპლი: რას წერს მედია მომხდარის შესახებ

ერევანში ძლიერი აფეთქების შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება შუადღისას მოხდა. ნორ არეშის ტერიტორიაზე, რომელიც ძირითადად ერთი, ან ორსართულიანი კერძო სახლებისგან შედგება, ორი შენობა ჩამოინგრა.

სამინისტროს განცხადებით, ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს, ორი გადარჩენილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე "სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის“ მუხლით არის აღძრული.

ჯერჯერობით უცნობია, შეიძლებოდა თუ არა აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გამხდარიყო.