ავტორი:

19 წლის ბიჭი ემსხვერპლა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარ ავარიას - "დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…"

19 წლის ბიჭი ემსხვერპლა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე მომხდარ ავარიას - "დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…"

5 თებერვალს, ტრაგედია დატრიალდა ქუთაისი-ზესტაფონის გზაზე, სადაც ავტოსაგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი ხიდიდან გადავარდა.

გარდაცვლილი ახალგაზრდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, გიორგი სოფრომაძეა.

"ეს რა საშინელება მოხდა, გაუგონარი ტრაგედია... დედას ერთი შვილი არ აკმარა ამ უბედურმა წუთისოფელმა, ახლა მეორეც…", - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი.

მისი თქმით, გიორგის ძმა რამდენიმე წლის წინ, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

გიორგი კვალითის წმ.გიორგის ტაძრის სტიქაროსანი იყო.

"გარდაიცვალა ჩვენი ტაძრის სტიქაროსანი გიორგი (სოფრომაძე). ყველას გთხოვთ მოიხსენიოთ ლოცვებში. ღმერთმა აცხოვნოს მისი უკვდავი სული", - ვკითხულობთ ტაძრის ოფიციალურ "ფეისბუქგვერდზე".

  • სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში ავტოსაგზაო შემთხვევებს 442 ადამიანი ემსხვერპლა. საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 5 594 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელშიც გიორგი მღერის. გთავაზობთ ამ ვიდეოს: