ავტორი:

უკრაინელ ქალს, რომელიც "მის იაპონია" გახდა, სილამაზის დედოფლის გვირგვინი ჩამოართვეს - "ყველას ვუღალატე, ვინც მხარს მიჭერდა"

უკრაინელ ქალს, რომელიც "მის იაპონია" გახდა, სილამაზის დედოფლის გვირგვინი ჩამოართვეს - "ყველას ვუღალატე, ვინც მხარს მიჭერდა"

"მის იაპონიის" გამარჯვებულს, 26 წლის უკრაინელ ქალს, კაროლინა შიინოს სილამაზის დედოფლის გვირგვინის დათმობა მოუწია - მიზეზი ისაა, რომ ქალს დაქორწინებულ მამაკაცთან ჰქონდა რომანი. ეს კი ეწინააღმდეგება სილამაზის კონკურსის წესებს.

  • კაროლინას გამარჯვებამ ქვეყანაში მწვავე დებატები გამოიწვია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს, იყო იაპონელი. უკრაინელი ახალგაზრდა ქალი იაპონიაში საცხოვრებლად მას შემდეგ გადავიდა, რაც დედამისი ცოლად იაპონელს გაჰყვა. მისი ორივე მშობელი უკრაინელია.

მღელვარების ფონზე, ადგილობრივმა ჟურნალმა გამოაქვეყნა სტატია, სადაც კაროლინას პირადი ურთიერთობა იყო განხილული - გამოცემის მტკიცებით, ქალს რომანი ჰქონდა დაქორწინებულ ექიმთან. მამაკაცს კომენტარი არ გაუკეთებია.

თავდაპირველად, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორებმა შიინო დაიცვეს, მოგვიანებით კი აზრი შეცვალეს და აღიარეს, რომ კაროლინამ მამაკაცის ოჯახური სტატუსის შესახებ ყველაფერი იცოდა. შესაბამისად, მან გვირგვინი დათმო და თაყვანისმცემლებს ბოდიში მოუხადა:

"ნამდვილად ვწუხვარ იმ ტკივილისთვის, რაც მე მოგაყენეთ... ყველას ვუღალატე, ვინც მხარს მიჭერდა", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: