ავტორი:

შეარჩიეთ ავტომობილის ფილტრი მხოლოდ Tegeta Shop-ზე

შეარჩიეთ ავტომობილის ფილტრი მხოლოდ Tegeta Shop-ზე

„თეგეტა მოტორსი“ ნებისმიერი მძღოლისთვის კომფორტულ და მოსახერხებელ სერვისებს უზრუნველყოფს. კომპანიის სერვისცენტრებში შესაძლებელია ავტომობილისთვის ყველა საჭირო მომსახურების მიღება. ერთ-ერთი ასეთი სერვისი მანქანის ფილტრის შეცვლაა. ზოგადად, ფილტრი ავტომანქანისთვის დამცავი ბარიერია, რომელიც ძრავას არასასურველი ნაწილაკებისგან იცავს. არსებობს რამდენიმე ტიპის ფილტრი - ჰაერის, სალონის, საწვავისა და ზეთის.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მძღოლი ჰაერის ფილტრს ავტომობილის მნიშვნელოვან კომპონენტად არ მიიჩნევს, მისი დროული შეცვლა მანქანას უფრო ძლიერი დაზიანებებისგან იცავს. ჰაერის ფილტრი მტვრისა და სხვა დაბინძურებული ნაწილაკებისთვის ერთგვარი ბარიერია. ეს არის საავტომობილო მექანიზმის ის კომპონენტი, რომელიც უზრუნველყოფს ძრავის მაქსიმალურ დაცვასა და საწვავის მოხმარების შემცირებას.

საწვავის ფილტრი წვის სისტემის აუცილებელი ელემენტია და სრულყოფილად იცავს საწვავის სისტემას ისეთი ნაწილაკებისგან, როგორებიცაა: ქვიშა, ჭუჭყი და სხვა. გაუფილტრავი საწვავი ბიდნავს ინჟექტორებს და ძრავის ნორმალურად ფუნქციონირებას უშლის ხელს. მისი დროული შეცვლა ძრავის ცილინდრ-დგუშის ჯგუფზე და საწვავის სისტემაში დამაბინძურებელი ნაწილაკების მოხვედრას აგარიდებს თავიდან.

ავტომობილის ზეთის შეცვლასთან ერთად, აუცილებელია ზეთის ფილტრის შეცვლაც. აუცილებელია ზეთის ფილტრი ხარისხიანი იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაბალი ხარისხის პროდუქტი ძრავის დაზიანებას გამოიწევს, რაც შემდგომში დამატებით ხარჯებამდე მიგიყვანს. უხარისხო ფილტრმა შესაძლებელია, დროთა განმავლობაში ზეთი საჭირო დროის ინტერვალში ვეღარ გაატაროს და ძრავას მშრალად მუშაობა მოუწიოს, რაც მისი სიცოცხლისუნარიანობის დროს საგრძნობლად ამცირებს.

თეგეტას ონლაინ მაღაზია ფილტრების უდიდეს არჩევანს აერთიანებს. ონლაინ შოპზე შეხვდები უმაღლესი ხარისხის ფილტრების მწარმოებელ ბრენდებს: FILTRON, HENGST, MANN-FILTER, BOSCH, FLEETGUARD და სხვა.

განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:

Filtron - ავტომობილების ფილტრის მწარმოებელი პოლონური კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 1982 წლიდან არსებობს. ბრენდი აერთიანებს უმაღლესი ხარისხის ფილტრების ძალიან დიდ არჩევანს. აწარმოებს ჰაერის ფილტრებს, საწვავის ფილტრებს, სალონის ფილტრებსა და სხვა ავტონაწილებს.

Hengst - გერმანული ბრენდი 1958 წელს ჩნდება ბაზარზე. ბრენდი ინოვაციურ პროდუქტს ქმნის, რომელიც ზრუნავს ეკოლოგიაზე. Hengst პროდუქცია გვხვდება სხვადასხვა ტიპის ინდუსტრიებში, ინჟინერიაში, ჯანდაცვის სფეროებში და ასევე სატრანსპორტო საშუალებებში. მდგრადობა, ინოვაცია და ეფექტურობა ბრენდის მთავარი უპირატესობაა.

ავტო ნაწილები ონლაინ უმარტივესად შეგიძლია შეიძინო. ყველა სხვა უპირატესობასთან ერთად, პლატფორმა ონლაინდაჯავშნის საშუალებას გაძლევს, რაც აადვილებს შეძენის პროცესებს. ონლაინდაჯავშნისთვის საჭიროა ავტომობილის მინიმალური ინფორმაციის, სასურველი თარიღის მითითება და ფილიალის არჩევა. პროდუქტის გამოწერის შემთხვევაში ნივთს უფასოდ მიიღებ საქართველოს მასშტაბით.

თბილისში ნივთს იმავე დღეს მოგაწვდიან, ხოლო რეგიონში - 3-5 დღეში. გარდა ამისა, არსებობს ექსპრეს, სწრაფი მიწოდების სერვისიც.

დამატებითი ინფორმაციისთვის გვეწვიე საიტზე: Tegetashop.ge

ან დაგვიკავშირდი ნომერზე: 032 226 44 44.

NS