ავტორი:

"რა გქონდათ "ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? არ მოგწონთ? - გადადექით" - ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

"რა გქონდათ  "ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? არ მოგწონთ? - გადადექით" - ფრიდონ ინჯია სალომე ზურაბიშვილს

"ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? - უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? - გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად", - ასე მიმართა "ევროპელი სოციალისტების“ დეპუტატმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, სადაც მისი ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

  • მისივე განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის კომპეტენციაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა არ შედის.

"ყველაზე ცუდი ჩემთვის და ზოგადად, იცით რა არის? უმადურობა. ქვეყნის უმრავლესობამ აგირჩიათ. არ მოგწონთ? გადადექით. დაიწყეთ ისე, როგორც თქვენ მიგაჩნიათ სწორად. რა არის ამაში მიუღებელი? ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე და თქვენ საუბარში გაიჟღერა, რომ კონსტიტუცია, კონსტიტუცია. საკონსტიტუციო სასამართლომ თქვენ განაჩენი გამოგიტანათ. თქვენს კომპეტენციაში არ შედის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა. აქედან გამომდინარე, რა გქონდათ თქვენ "ოცნებასთან“ გასაყოფი? რა ვერ გაიყავით? რა იყო გაუგებრობა?", - მიმართა ფრიდონ ინჯიამ პრეზიდენტს.

  • ამასთან, ინჯიას განცხადებით, მას მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის "ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება ანტისახელმწიფოებრივი და ანტიქართულია“.

"თქვენი ყოველი გამოსვლის ყველა წინადადება მიმაჩნია, რომ ანტისახელმწიფოებრივია, ანტიქართული. თქვენი წინადადებები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოა. ყველაფერი მიმართულია იმისათვის, რომ საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო ქმედებების პლაცდარმი გახდეს, როგორც ეს უკრაინაში მოხდა. უკრაინის მაგალითი თქვენთვის მაგალითი არ არის, სადაც ასიათასობით ადამიანია დახოცილი, ქვეყანა დანგრეულია და თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პოზიციაზე რომ მდგარიყო ეს ხელისუფლება, რა დღეში იქნებოდა, რა სახე ექნებოდა საქართველოს დღეს?!“- განაცხადა ინჯიამ.