ავტორი:

"თემური იყო უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, თავისი საქმის პროფესიონალი..." - რას წერენ მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულ პოლიციელზე?

"თემური იყო უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, თავისი საქმის პროფესიონალი..." - რას წერენ მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპულ პოლიციელზე?

დღეს ცნობილი გახდა, რომ აჭარაში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად შსს-ს თანამშრომელი დაიღუპა. სამინისტროს ინფორმაციით, თემურ ბარამიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ წონიარისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა.

"ამავე რეგიონში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა ორი ადამიანი, რის შედეგადაც გარდაიცვალა ერთი ადამიანი, მეორე კი უსაფრთხო ადგილას არის გადაყვანილი.

სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. სტიქიაა, ასევე, დასავლეთ საქართველოს კიდევ რამდენიმე რეგიონში, სადაც შესაბამისი სამსახურები, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფია მობილიზებული", - ნათქვამია შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

თემურ ბარამიძის შესახებ აჭარელი დეპუტატი რესან კონცელიძე პოსტს ავრცელებს:

"თემური იყო უაღრესად პატიოსანი, კეთილშობილი, თავისი საქმის პროფესიონალი და ღირსეული პოლიციელი. სამაგალითო იყო მისი სიყვარული ქვეყნისადმი. თემური უდიდესი დანაკლისი იქნება თითოეული ჩვენგანისთვის. ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს, ახლობლებსა და კოლეგებს" - წერს დეპუტატი.

ნახეთ ასევე: