ავტორი:

ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა ვითარებაა ჩოხატაურში, სადაც ძლიერმა ქარმა 107 სახლს სახურავი დაუზიანა - " წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები"

ფოტოები სტიქიის ზონიდან: რა ვითარებაა ჩოხატაურში, სადაც ძლიერმა ქარმა 107 სახლს სახურავი დაუზიანა - " წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები"

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად 107 საცხოვრებელი სახლის სახურავი დაზიანდა. როგორც ჩოხატაურის მერის პირველმა მოადგილემ მაია კუტუბიძემ განაცხადა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მისი ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა და წვიმამ ელექტრო ენერგიის მიწოდება რამდენიმე სოფელთან შეაფერხა.

მისივე განცხადებით, მერიის შესაბამისი სამსახურები სტიქიის ადგილზე მობილიზებული არიან, ამასთან ზარალის დათვლა მიმდინარეობს.

"საცხოვრებელი სახლების, ადმინისტრაციული შენობების, სოფელ ზემო სურების საჯარო სკოლისა და ბაღის სახურავები დაზიანდა. დაბაში, გორაბერეჟოულის ტყეპარკსა და სოფლებში წაქცეულია მრავალწლოვანი ხეები, რამაც დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და სოფელ ჯვარცხმის სასაფლაოს ღობე.

ამ წუთებში, მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად, ადგილზე მობილიზებულნი არიან ჩოხატაურის „სერვის ჯგუფის“, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და "ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლები. დაბასა და სოფლების უმეტეს ნაწილში ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია. მიმდინარეობს ზარალის დათვლა" - აცხადებენ უწყებაში.

ნახეთ ფოტოები სტიქიის ზონიდან