ავტორი:

"ფოტოდან 3 საუკეთესო ბიჭი რიგრიგობით გამოგვაკლდა, სამივე ტრაგიკულად - გიორგი ზღვაში დაიხრჩო, ზვიადი ააფეთქეს..." - რას იხსენებს დაღუპული მომღერლის მეგობარი?

"ფოტოდან 3 საუკეთესო ბიჭი რიგრიგობით გამოგვაკლდა, სამივე ტრაგიკულად - გიორგი ზღვაში დაიხრჩო, ზვიადი ააფეთქეს..." - რას იხსენებს დაღუპული მომღერლის მეგობარი?
  • ირმა ხარშილაძის ბლოგი

ეს ფოტოც, ეს საყვარელი და ნიჭიერი ბიჭებიც ჩემი ზუგდიდელი მეგობრის, ნინო მამფორიას ანსამბლ „გინცის“ წევრები არიან და, ზოგადად, კონკრეტული ფოტოამბავიც ჩემთვის ძვირფასი მოსაგონარია - ჩემი რადიოისტორიის ნაწილი. ამ ფოტომ განსაკუთრებულად დამამეგობრა ზუგდიდთანაც, ამ ბიჭებთანაც და მათ ოჯახებთანაც.

გამოგიტყდებით და, ეს ისტორიული ფოტო ჩემი ფავორიტია, დაუვიწყარი და სიყვარულით სავსე.

რატომ გავიხსენე მაინცდამაინც დღეს?

დღეს მარად ახალგაზრდად დარჩენილი მომღერლისა და მსახიობის, გიო ფოჩხუას დაბადების დღეა. მისმა უფროსმა დამ, ელენე ფოჩხუამ თავის „ფეისბუქის“ გვერდზე პატარა პოსტიც დადო: „დღეს ამ მაგარი ბიჭის დღეა. სულ, როდესაც ფოტოს დადებას გადავწყვეტ, ვეძებ მუდმივად ახალ ფოტოს, ახალი ფოტო ხომ არ არსებობს! მინდა, ცხადში გილოცავდე შენს დღეს, მე სულ ასე ვამბობ და ასე ვიტყვი ყოველთვის - სანამ ცოცხალი ვარ, გიოს გაუმარჯოს!“

მე კი გიოსთან და ამ ფოტოზე გამოსახულ ბიჭებთან საკუთარი დამოკიდებულება და მოგონებები მაქვს. ფოტოზე მარჯვნიდან, ჩემ გვერდით რომ დგას, მაღალი და ძალიან გამხდარი, სწორედ გიორგი ფოჩხუაა, საზოგადოების დიდ ნაწილს, უპირველესად, პროექტ „ჯეობარიდან“ რომ დაამახსოვრა თავი; ფოტოზე მარცხნიდან მესამე - ზვიად ლაგვილავაა, მეოთხე (ჩემ გვერდით) მიშიკო ბუაძე; მარჯვნიდან პირველი და ყველაზე პატარა - თორნიკე კვარაცხელიაა, მის გვერდით ჩემი მეგობარი რუსუდან ვარძიაშვილი და გიორგი კვარაცხელია დგანან.

გვიან აღმოვაჩინე, რომ ყველა ფოტოზე, რაც კი ერთად გადაგვიღია, ეს ბიჭები ყოველთვის ჩვენ გვერდით დგანან ან სხედან.

ჩვენი მეგობრობა კი სიმღერით დაიწყო: იმ წლებში „საზოგადოებრივი რადიოს“ პირველი არხისა და საყმაწვილო პროგრამა „აბლაბუდას“ სახელით მე და ჩემი მეგობარი რუსუდან ვარძიაშვილი და კომპოზიტორი მანანა მერაბიშვილი ბავშვთა ქართული სიმღერის ფესტივალს - „გაზაფხულის ზარებს“ ვატარებდით...წაიკითხეთ სრულად

ნახეთ ასევე: