ავტორი:

მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას - რა ინფორმაციას აქვეყნებს "საქართველოს რკინიგზა"?

მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას - რა ინფორმაციას აქვეყნებს "საქართველოს რკინიგზა"?

„საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, უხვი ნალექის გამო, დასავლეთ საქართველოში, მოლითში მეწყერი ჩამოწვა და რეისზე არსებული მატარებლები ვეღარ გააგრძელებენ მოძრაობას.

როგორც „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, კონკრეტულად, ზუგდიდი-თბილისის (869), ბათუმი-თბილისის (801) და თბილისი-ფოთის (874) რეისებზე მოძრავი შემადგენლობები საწყის სადგურებში დაბრუნდებიან.

„აღნიშნული რეისების შესრულება დამოკიდებულია ამინდზე, მატარებელთა მოძრაობა განახლდება ლიანდაგის სრულად გაწმენდისთანავე“,-აღნიშნავენ „საქართველოს რკინიგზაში“.

მათივე ცნობით, დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო, ხვალ, 7 თებერვალს, შემდეგი რეისები უქმდება:

თბილისი-ბათუმი (802),

თბილისი-ზუგდიდი (870),

თბილისი-ოზურგეთი-ქუთაისი (12/18),

ბათუმი-თბილისი (803),

ოზურგეთი-ქუთაისი-თბილისი (11/17),

ფოთი-თბილისი (873),

ხაშური-ზესტაფონი (6446)

ზესტაფონი-ხაშური (6417).

„საქართველოს რკინიგზის“ განმარტებით, გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ.