ავტორი:

"მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო - მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში" - ბიძინა ივანიშვილი

"მწუხარებას გამოვთქვამ ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო - მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში" - ბიძინა ივანიშვილი

"ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი სახალხო არტისტის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

„მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის და თბილისის საპატიო მოქალაქის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო.

ვაჟა აზარაშვილი, თავისი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ქართული საზოგადოების არაერთმა თაობამ შეიყვარა და მას საპატიო ადგილი აქვს დამკვიდრებული ქართულ კულტურაში.

სამძიმარს ვუცხადებ დიდი კომპოზიტორის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს, კოლეგებს და სრულიად კულტურის სფეროს ამ დანაკარგის გამო”, - აღნიშნულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.