ავტორი:

"სამსახურის მანქანას ელოდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ" - ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა

"სამსახურის მანქანას ელოდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ" - ბათუმში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 47 წლის ქალი, რომელიც კლინიკაში მკურნალობდა, გარდაიცვალა.

მას მუცლის არეში მძიმე დაზიანება ჰქონდა მიღებული. რაც შეეხება 54 წლის მამაკაცს, ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არის მოთავსებული.

"ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები თანამშრომლები იყვნენ, ისინი სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში მუშაობდნენ. დილით სამსახურებრივ ავტომობილს ელოდებოდნენ, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახათ", - ამბობს ადგილობრივი Ambebi.ge-თან.

ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა აბუსერიძის ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს შეეჯახა, ასევე დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტი. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული.