ავტორი:

"გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა..." - რას წერს ასურეთთან ტრაგიკულად დაღუპული რევაზ უთურგაურის შვილი

"გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა..." - რას წერს ასურეთთან ტრაგიკულად დაღუპული რევაზ უთურგაურის შვილი

7 თებერვალს ასურეთთან უდიდესი ტრაგედია დატრიალდა. აეროსტატი, რომლითაც საქართველოსთვის უნდა შემოეფრინათ და გინესის რეკორდი დაემყარებინათ, მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზს შეეჯახა და ჩამოვარდა. შედეგად საჰაერო ბურთში მყოფი სამივე ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილები არიან "სქაი თრეველის" დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური, ასევე მისი პოლონელი კოლეგა და ტელეკომპანია "იმედის" ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი.

  • მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით რევაზ უთურგაურის შვილი, ირენ უთურგაური სოციალურ ქსელში წერს:

"გუშინ მამაჩემი იმაზე შორს გაფრინდა, ვიდრე ფიქრობდა. ღიმილით წავიდა თავისი ძალიან ლამაზი, საყვარელი საქმის კეთებისას და დამტოვა მიწაზე...". - წერს ირენი.

ნახეთ ასევე: